9 votes
0 comments
0 shares
Save
113 views
Levan Chikvaidze
Tbilisi · 3 months ago

დავით ზალკალიანი - ვაფასებთ ევროკავშირის მიერ „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას და მადლობას ვუხდით დახმარებისთვის - 1TV
1tv.ge
Levan Chikvaidze
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Levan Chikvaidze
Tbilisi · 3 months ago
საინტერესო აპლიკაციაა, შეიძლება დრო დაუთმო.
Levan Chikvaidze
Tbilisi · 3 months ago
საქართველოს ფოსტა მოგიწოდებთ, რომ დარჩეთ სახლში და ისარგებლოთ ჩვენი უკონტაქტო მიტანის სერვისით, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება და გაძლიერება! 💙#დარჩისახლშიჩვენმოგიტანთ 🙏 თუ გადაუდებელი საჭიროების გამო თქვენთვის აუცილებელი გახდა ჩვენი სერვისცენტრით სარგებლობა, შეუფერხებელი მომსახურების მისაღებად გთხოვთ, მობრძანდეთ დღის პირველ ნახევარში, 13:00 საათამდე. სერვისცენტრში სტუმრობისას, არ დაგავიწყდეთ დისტანციის დაცვა, რაც დაგვეხმარება კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციაში. 👏 გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ახლა ეს ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა! 💙✊
Levan Chikvaidze
Tbilisi · 3 months ago
დავით ზალკალიანი - უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოს
1tv.ge
დავით ზალკალიანი - უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოს
Levan Chikvaidze
Tbilisi · 3 months ago
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პ
1tv.ge
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პ
George Toreli
Tbilisi · 1 year ago
⛳ ულამაზეს ბატეთის ტბა ♥ ⏺️9 ივნისს, კვირას 20 ლარად ⏺️მეგობრებო ტურისტული კომპანია “თორელ თრეველი" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბატეთი- ყინწვისის მიმართულებით. ⏺️თქვენ გელოდებათ ახალი მეგობრები, თავგადასავალი, მეტი პოზიტივი და დაუვიწყარი კვირა დღე არაჩვეულებრივი სეზონისგან. ეს თქვენი შანსია მომდევნო ხარ შენ. გაატარეთ დაუვიწყარი დღე ჩვენთან და ისიამოვნეთ სანახაობებით! ❤️ ⏺️მოვინახულებთ ✔ყინწვისი მამათა მონასტერი ✔ორთუბნის დედათა მონასტერი ✔ ძამის ხეობა ✔ სარკინეთი ✔ბატეთის ტბა ⏺️ ტურის ღირებულება: 20 ლარი ➡ტურის ღირებულებაში შედის: ▪ტრანსპორტირება (კომფორტული მიკრო ავტობუსი, გამოცდილი მძღოლი) ▪გამყოლი . ➡ გასვლა - ქ. თბილისი დიდუბის ზედა გაჩედება ვიკრიბებით 07:30 გავდივართ 08:00 ❌დაგვიანებულებს მხოლოს 10 წუთი დაველოდებით❌ ➡კვება - მოგვაქვს ინდივიდუალურად ➡ტურში გასათვალისწინებელი.❗ ❌ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება ❌შეკრების ადგილზე არ ვიგვიანებთ (წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს თქვენი დატოვება) ❌არ ვანავგვიანებთ გარემოს, ❌, შეურაწყობას ერთმანეთს არ ვაყენებთ, ❌ნასვამ მდგომარეობაში არ მოვდივართ(ზომიერად დავლევთ ბუნებაში ყველა ერთად და სასიამოვნო გარემოს შევქმნით). ❌ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ აუცილებლად მოიხსნებით ტურიდან. ❌ ვემორჩილებით გამყოლის მითითებებს ❌ფორსმაჟორული სიტვაცია- ტურის ხელმძღვანელს აქვს უფლება შეცვალოს ტურის მიმდინარეობა სხვა გარემოებების მიერ. ⏺️არვსვამთ კითხვებს: როდის მივალთ????!!! ბევრი დარჩა, რამდენი კილომეტრია და ა.შ. ⏺️სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ, თქვენი მეგობარი #TorelTravel⚠️ შენიშვნა! ❗️ ფეხით სასიარულო მანძილი დაახლოებით 6 კმ-ია ❗️ გზის სირთულე -საშვალო ⏺️საჭირო ეკიპირება ⏺️სალაშქრო ფეხსაცმელი ⏺️გამოსაცვლელი ⏺️საწვიმარი ⏺️წყალი ➡ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ წინასწარ. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან მოგვწეროთ. გადახდა ხდება წინასწარ. ❌ თანხა უკან არ ბრუნდება რათა ტური არ ჩავარდეს.❗!!! ჩვენი გარანტი სწორედ ხარისხია.. დაგვიკავშირდით.!!!! ☎591 10 58 84
Levan Chikvaidze
Tbilisi · 3 months ago
გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყანაში აუ
1tv.ge
გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით ქვეყანაში აუ
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
🚇პირველი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვლება🚇 კერძოდ, შემცირდება ერთი საათით და ერთი წლის განმავლობაში მეტრო იმუშავებს დილის 06:00-დან 23:00 საათამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. „ამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი. პროექტის ფარგლებში, თბილისის მეტროში ძველი კაბელები ჩანაცვლდება 450 კმ. თანამედროვე, ISO-ს სტანდარტის კაბელით. ასევე, დამონტაჟდება 28 საგვირაბე გამნიავებელი და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორი", - განაცხადა მერმა. მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ჩატარდება.
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
ცნობილი ქართველები, რომლებმაც ამერიკას 5 დარგი შეუქმნეს🇬🇪🤝🇺🇸 1955 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი (1921-1939) და მეორე ტალღის (1945-1950) ქართველ ემიგრანტთა რიცხვი 300 ადამიანს არ აღემატებოდა, თუმცა ამ უმცირესმა დიასპორამაც კი დიდი გავლენა იქონია მთელი ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ის ქართველები, რომლებმაც ამერიკას 5 დარგი შეუქმნეს: 🇬🇪 გიორგი ბალანჩივაძე, იგივე ჯორჯ ბალანჩინი 1904-1983 წწ. – ის იყო ამერიკელი-ქართველი ბალეტმაისტერი, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი. ის მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. 🇬🇪ალექსანდრე ქართველიშვილი, იგივე ალექსანდრე ქართველი (1896-1974 წწ.) – ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის ფუძემდებელი. პარიზის ავიაციის საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლისას მისმა შექმნილმა ერთ-ერთმა თვითმფრინავმა (Bernar-Februa V-2) სიჩქარის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მის სახელს უკავშირდება ასევე ლითონის პირველი თვითმფრინავისა (З-35) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომში შტატებისთვის გამარჯვების მომტანი ბომბდამშენის შექმნა (Republic P-47 Thunderbolt), რომელიც დღემდე მიიჩნევა მსოფლიო სამხედრო ავიაციაში სამაგალითო ნიმუშად. ალექსანდრე ქართველს ავიაციის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი გადასცეს. 🇬🇪 პრინცი გიორგი მაჩაბელი (1885-1935 წწ.) – ამერიკის შეერთებულ შტატებში პარფიუმერიის წარმოების ფუძემდებელი. მან დიდი პარფიუმერული საზოგადოება დაარსა ამერიკაში 1920-იან წლებში. პროფესიით იყო ქიმიკოსი, ასევე ეწეოდა პოლიტიკურ საქმიანობას. ის ამერიკაში ცნობილი გახდა როგორც პარფიუმერიის პრინცი, ამიტომ პრინც გიორგი მაჩაბელად იწოდებოდა. 🇬🇪 გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი (1883-1967 წწ.) – მან შეერთებულ შტატებს შეუქმნა სამედიცინო მინის მრეწველობა, ნაძვის ხის მინის სანთლები და ნაძვის ხის სათმაშოების წარმოება. მან 1919 წელს საკუთარი ქარხანა გახსნა მასაჩუსეტსში. 1922 წელს ფეხზე დააყენა თავისი საწარმო, რომელიც მას შემდეგ დღემდე ფუნქციონირებს – Coby Grass Products Company.კომპანიის პრესტიჟს და სახელს მატებდა წონას მისი დამაარსებლის – გიორგი კობახიძის მიერ დანერგილი 70-მდე გამოგონება და უნიკალური პატენტი. მაგალითად მან გამოიგონა წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი.ის პირველი ქართველი მულტიმილიონერი იყო ამერიკაში. მან ასევე შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც შეცვალეს ხანძარსაშიში ნამდვილი სანთლები რომლებსაც მანამდე ანთებდნენ ნაძვის ხეებზე ამერიკელები. “კობი – ეს შობაა” ეწერა ნაძვის ხის სათამაშოებზე. 🇬🇪 კონსტანტინე (კონი) სიდამონ ერისთავი (1930-2012 წწ.) – ნიუ-იორკის ქართველი ვიცე-მერი. ნიუ იორკ თაიმსში ვკითხულობთ: “ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც. ღირსეული ადამიანი უმწიკვლო რეპუტაციით. უნაკლო ლოგიკით და საოცრად მომხიბლავი.” ბატონი რაილის თქმით სწორედ “კონი ერისთავის დამსახურებაა, რომ დღეს ნიუ-იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არა მარტო წყლები, არამედ მიწა, ნიადაგი და მთელი გარემო დაცულია.” მისი პატრონაჟით დამტკიცებული პროექტები ქალაქში ჯერ კიდევ მუშაობს. კონსტანტინე ერისთავმა 1994 წელს დააარსა ცნობილი ორგანიზაცია “საქართელოს ამერიკელი მეგობრები”, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ერს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ჰუმანიტარული კუთხით და ეს დახმარება დღემდე გრძელდება.
თიკო (Tiko) ჯავრიშვილი (Javrishvili)
Tbilisi · 1 year ago
#BMG #Feedc-ის შესახებ... Feedc–ი ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი სოციალური ქსელია, რომლის მთავარი მიზანი ადამიანების კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებაა. სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, უკვე არსებული სოციალური ქსელებისგან გასხვავებით, არამხოლოდ მისი მეგობრები, არამედ ის ადამიანებიც ნახავენ, რომლებიც პოსტის გამოქვეყნების დროს 5 კილომეტრის რადიუსში იმყოფებიან. როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი ნიკო კვარაცხელია ამბობს, სოციალური ქსელი ყოველდღიურად ვითარდება და მას ახალი შესაძლებლობები ემატება. ამასთან, Feedc-ი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მოიწონონ, ან არ მოიწონონ ესა თუ ის პოსტი. პოსტი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს, ქვეყნის ყველაზე საინტერესო სიახლეებშიც აღმოჩნდება. "Feedc-ი არის სოციალური ქსელი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად გააზიაროთ და მიიღოთ ინფორმაცია. იმით განსხვავდება სხვა სოციალური ქსელებისგან, რომ Feedc-ზე რასაც დაპოსტავთ, პოსტს ხედავს ყველა, ვინც თქვენს ქალაქშია. ყველა ქალაქს, სოფელს და ქვეყანას აქვს თავისი ე.წ "ფიდი", სადაც ამ ლოკაციაზე მიმდინარე ყველაზე საინტერესო ამბები ხვდება. ყველაზე მთავარი "ფიდი" არის მსოფლიო, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ყველაზე საინტერესო და საუკეთესო პოსტები შეგიძლიათ ნახოთ", - აღნიშნავს ნიკო კვარაცხელია.
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
ჭეშმარიტი დიპლომატი და ნამდვილი მეგობარი👉🏻 ის, კვლავ აღგვაფრთოვანებს🤩 საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა. "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი", — თქვა ელჩმა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა. ელჩის გამოსვლას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. როგორც იცით, თებერვალში ქართული ზმნით აღფრთოვანებულმა ბრიტანეთის ელჩმა Twitter-ზე "შემომეხარჯა" ინგლისურად განმარტა: "შემთხვევით სულ დავხარჯე, ისე რომ არ მინდოდა და იმედია, ამას გაგებით მოეკიდებით" 🇬🇪🤝🇬🇧