ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გადმოიყვანეს

ByM.m.m.Georgia
0
ზუგდიდში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალბატონს COVID-19 დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ გაავრცელა. როგორც ცნობილია, 55 წლის ქალს სახიფათო ვირუსის სიმპტომები 30 მარტს დაუდგინდა, რის შემდეგაც ის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მოწერელიას თქმით, ეს ქალი მოსკოვიდან ადლერში ჩამოვიდა, საიდანაც ავტომობილით გალის რაიონში იმგზავრა. კორონავირუსის სიმპტომები მას სწორედ გალში აღენიშნა. შეგახსენებთ, უკანასკნელი დადასტურებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავისუსის 103 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 20 ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდა.
#კორონავირუსი
#აფხაზეთი
#სამეგრელო
#პანდემია
#მოწერელია
#coronavirus
#abkhazia
#samegrelo
#news
ByM.m.m.Georgia
0