გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილ 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადაყვანილ 50 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, რითაც ინფიცირების შემთხვევები 103-მდე გაიზარდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, ქალი აფხაზეთში მოსკოვიდან ჩავიდა, რის შემდეგაც, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა. "საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი ყველა კონტაქტი დადგენილია" - ამბობს მოწერელია. ამ დროისთვის კორონავირუსი საქართველოში 103 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 20 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
#news
#politics
0