"უზენაესი სასამართლო არსებულ საგანგებო ვითარებას ბოროტად იყენებს"

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140250 საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად 31 მარტს უზენაესი სასმართლოს პლენუმის სხდომა გაიმართება რომელზეც უნდა დაინიშნოს საქართველოს საკონსტიტუციოსასამართლოს ახალი წევრი. ამასთან დაკავშირებით იურისტთა ჯგუფი საგანგებო განცხადებას აქვეყნებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "წერილის ხელმომწერები, ვეხმაურებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2020 წლის 31 მარტს ჩანიშნულ პლენუმის სხდომას, რომელზეც უნდა დაინიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (მოსამართლე). საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სულ 9 წევრისგან შედგება. 2019 წლის 5 დეკემბერს, მოსამართლე მაია კოპალეიშვილს ამოეწურა უფლებამოსილების ათწლიანი ვადა. კანონმდებლობის თანახმად, უზენაესი სასამართლო ვალდებული იყო, მოსამართლე კოპალეიშვილის შემცვლელი დაენიშნა 2019 წლის 5 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე. თუმცა, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული ვადა დაარღვია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი უნდა იყოს გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაციის მქონე იურისტი. საქართველოს უზენაესი სასამართლო არსებულ საგანგებო ვითარებას ბოროტად იყენებს და ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლისგან თავის არიდებით, ცდილობს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნას. უდავოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა არ არის პარალიზებული, რასაც მოწმობს ის გარემოებაც, რომ მოსამართლე კოპალეიშვილს არ გაგრძელებია უფლებამოსილების ვადა ამ საფუძვლით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც გაამართლებდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფორსირებულ რეჟიმში განხორციელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის პროცედურა, სანამ არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და პროცესები ჩვეულ ვითარებას არ დაუბრუნდება. გიორგი ჩიტიძე, ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი გიორგი მელაძე, ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზურაბ ჯიბღაშვილი - შავი ზღვისსაერთაშორისო უნივერსიტეტისასოცირებული პროფესორი, სოხუმისსახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულილექტორი დავით ჯანდიერი - საზოგადოებრივ საქმეთაინსტიტუტის (GIPA) პროფესორი თენგიზ თევზაძე - სულხან-საბა ორბელიანისუნივერსიტეტის ასისტენ-პროფესორი გიორგი მუმლაძე - ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის მკვლევარი ალიკა კუპრავა - ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის მკვლევარი ედუარდ მარიკაშვილი - თავისუფალიუნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი კახი ყურაშვილი - ააიპ ნიუ ვიჟენუნივერსიტეტის პროფესორი დავით ზედელაშვილი - თავისუფალიუნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიო ასათიანი-ევროპის უნივერსიტეტისმოწვეული ლექტორი გიორგი გორაძე - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი ბესიკ ლოლაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე.
0