Თელავში სატვირთო გალავანს შეეჯახა

Tbilisi Daily

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ავარია მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გალავანს შეეჯახა. დაზიანდა ცენტრალური გაზის მილი. ადგილზე „თელავგაზის“ თანამშრომლები მუშაობენ. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ წუთებში თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო ბრიგადები. ავარიის კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. Წყარო: იმედინიუსი