კარგი ამბებიც

0
ანანო ნაჭყებია - ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის შვილი - შესანიშნავი მეხუთეკლასელი სამტრედიიდან, რომელზეც სკოლის დასრულებამდე ვიზრუნებთ. კატო არჩვაძე - მრავალმხრივ ნიჭიერი გოგონა, ეროვნული ბიბლიოთეკის გარდაცვლილი თანამშრომლის შვილი, მასზეც სკოლის დასრულებამდე ვაპირებთ ზრუნვას. ნიკოლოზ კუტუბიძე - მოჭიდავე-ტალანტი ოზურგეთიდან. საბა ცინდელიანი - საუკეთესო მოსწავლე სოფელ ნაკრაში (სვანეთი). ეს სახელები კარგ ამბებს ნიშნავს ამ რთულ დროში - იზოლაცია-კარანტინის პერიოდისას, დიდი ძალისხმევით და კარგი ადამიანების დახმარებით, მათ გურული დღიურების სტიპენდია დავუნიშნეთ!
#კორონაწავამალე
#გურულიდღიურებისფონდი
#გიორგიკეკელიძე
#giorgikekelidze
0