მეტამორფოზა

0
მთელი დღე ქუჩა ქუჩა ხეტიალში გავატარე.ზამთრის სუსხი ძვალსა და რბილში ატანდა , დიდი ხანია მივეჩვიე ქუჩის სიცივეს.შენ ვერ გამიგებ მკითხველო, რადგან ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოცადო ღამის გატარება ღია ცის ქვეშ.რთულია, მაგრამ ვუძლებთ, ჩვენც კი საზოგადოების თქვენდავე აღიარებულ დაბალ ფენას გვაქვს ოცნებები და სურვილები და ზუსტად ეს ოცნება გვაძლებინებს ყოველღამესა და დღეს.დიახ , მე მოწყალებას ვითხოვ. რთულია ამის აღიარება და საკუთარ თავთან გამხელა, მაგრამ ვაკეთებ, ახლაც როცა ამ ფიქრს ვწერ ღმერთის სახელით ვთხოვ რჯულშეცვლილ მამაოს დახმარებას.რჯულშეცვლილ მამაოს თვალები ავად უელავს და გვერდს მივლის.ძალიან რთულია როდესაც ადამიანად არ გთვლიან, მაგრამ ამას შევეგუე დიდი ხანია ვწერ ფიქრებს, მაგრამ წერა არასდროს მისწავლია; დიდი ხანია ვხედავ პეპლებს მაშინ როცა ცისარტყელის ფერები ტანში შედის და ყველა უჯრედს მიეწოდება. ახლა იფიქრებ , თუ ამდენი საზრი და გონი აქვს, რომ ამას ფიქრობს რატომ ითხოვს მოწყალებასო იმიტომ რომ ჩემო მკითხველო, ყოველნახვაზე ყელს მღადრავ, მფატრავ, მამახინჯებ, მტკენ , არ მიღებ, წიხლს მკრავ.სკოლიდან დიდი ხანია რაც წამოვედი, მიზეზი კი მარტივია, მამცირებდნენ როგორც მოსწავლეები ისე დიდფეხება და მოკლეჭკუის მქონე პედაგოგები.აი ისინი ჯინსების თაობა რომ 20 მანეთზე გაყიდეს.ესეა, სამწუხაროა მაგრამ მე შენზე მდიდარი ვარ, მდიდარი ვარ იმიტომ რომ ჩემი სხეული სავსეა ჭრილობებით, სიბინძურით, მაგრამ არსებობს ისეთი რამ რასაც ვერასდროს ატკენ, ვერ დაასახიჩრებ, ვერ კრავ წიხლს.ცნობიერი და აზრი , სუფთა აზრი, მე ვიცი რომ დიდი დრო არ დამრჩენია , მაგრამ სამსჯავროზე ყველანი შიშვლები წავრდგებით, მე ჩემს სიშიშვლეს დაჩვეული ვარ, აი შენ შენ კი შეგრცხვება კეთილო მკითხველო შენი სიშიშვლის.შეგრცხვება შენი ცხოვრების, გამიხსენებ მე, გაიხსენებ ამ ნაწერს და დაღონდები. ხომ შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად იყოს, ხომ შეიძლება რომ მეტად აღარ მატკინო და მიმიღო ისეთი ბინძური შენს სპეტაკ სამყაროში როგორიც ვარ.შეიძლება მე არ ვიცოდე თუ როგორია შენი სამყარო, მაგრამ სწავლა ხომ შემიძლია, ხომ შემიძლია ვისწავლო შენგან ყოველი ნაბიჯი.ჩვენ ერთად შეგვიძლია დიდრონი მთვარის დამარცხება და მზიანი დილის ერთად შეხვედრა. ახლაც კი როცა ჩემი სხეული იყინება და ვგრძნობ თუ როგორი არის ბოლო ჩასუნთქვის რბილი და ფაქიზი გემო , ახლაც შენზე ვფიქრობ.ჩემს სხეულს არავინ მოაკითხავს გარდა ისევ ჩემი წრისა და იცი რა მკითხველო? მე აღარ მინდა ვიყო შენნაირი, დიახ ვამაყობ იმით რომ მქონდა დასახიჩრებული ლამაზი სულით. და ამოდის მზე, ისმის ჩიტების ხმა , ისმის ქალი შეკივლების ხმა ჩემი ლეშის ხილვისას.რადგან შენ აქამდე წაიკითხე მკითხველო ჩემი ფიქრი.მეტამორფოზა იწყებს გასროლას ტალახის შენს სპეტაკ სხეულზე. /17.01.19/
0