7 votes
0 comments
0 shares
Save
57 views
მოგზაური მოგზაური
Batumi · 3 months ago

მზე ზღვა და უსასრულობა❤


მოგზაური მოგზაური
Batumi · 3 months ago
Similar Posts
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 month ago
რა ვაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში?
დიდი ხანი არ არის, რაც კარანტინის დასრულების შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა, რომ ცხოვრების რიტმს ხელახლა დასწეოდა, დანარჩენისთვის კი ძველი სტილის დაბრუნება მეტად სტრესული აღმოჩნდა. ასეთ რთულ სიტუაცაში, დაძაბული აურისგან გათავისუფლებას ყველა ჩვენგანი განსხვავებულად ცდილობს. ზოგი საკუთარ თავს წიგნებში პოულობს, ზოგს კინემატოგრაფიით უყვარს ყურადღების გადატანა, სხვები კი განწყობას ქალაქს უსადაგებენ. ამ უკანასკნელთა რიგებში თუ თქვენც მოხვდით, მაშინ ალბათ, შეამჩნევდით, რომ მნიშვნელობა არა აქვს სად ხარ და რა ამინდია, ბათუმში აუცილებლად იპოვით ადგილს, რომ განიტვირთოთ. რა უნდა გავაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში, ანუ მაშინ, როცა ყველაფერი შეზღუდულად ფუნქციონირებს? Batumi Daily გირჩევთ: ნახეთ მზის ჩასვლა ზღვაზე ზაფხულში, ცხელი დღეების ფონზე, თითქოს, ყველა ვივიწყებთ მომენტს, როცა ზღვა ყველაზე ლამაზია, მზე კი ყველაზე წითელი. არ ვიცი, ოდესმე თუ გინახავთ, როგორ ჩუმდება სამყარო და მთელი დღის მანძილზე გაუჩერებლად მძვინვარე ტალღები, რომ მზე გააცილონ, მაგრამ, დამერწმუნეთ ამ შთაბეჭდილებას ვერასოდეს წაშლით. მისი მიღება კი სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. წადით ნავსადგურზე ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი სწორედ ნავსადგურია. იგი ძალიან ძველია და უდიდესი ისტორია აქვს. მისი მნიშვნელობა საუკუნებიის მანძილზე იზრდებოდა და არც დღეს კარგავს თავის უპირატესობებს. როცა ამ ადგილს სტუმრობ, თითქოს დრო ჩერდება. შენ ზიხარ ქვაფენილზე და უყურებ უამრავ გემს, იახტას, ძალიან ლურჯ ზღვას და ფიქრობ, რომ ყველაფერი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს. მოაწყვეთ პიკნიკი 6 მაისის პარკში ერთ-ერთი უძველესი პარკი საქართველოში და როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების საყვარელი ტერიტორია. გარემო, სადაც, შეგიძლია განიტვირთო მარტო ან წახვიდე მეგობრებთან/ოჯახის წევრებთან ერთად, მოაწყო პიკნიკი და ცხელ მზეს ხეების ჩრდილის ქვეშ დაემალო. მოინახულეთ ალი და ნინოს ქანდაკება ორი ერთმანეთისკენ მოძრავი ქანდაკება, ერთი სიყვარულის ისტორიით ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ღირსშესანიშნაობად იქცა. ქართველმა მოქანდაკემ თამარ კვესიტაძემ აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომანი "ალი და ნინო" ამ სკულტურაში იდეალურად ასახა და იგი აქცია სიმბოლოდ იმ სიყვარულისა, რომელსაც არა აქვს საზღვრები და ეროვნება. ქანდაკება არაერთხელ დასახელდა საუკეთესო სკულპტურათა შორის და ბევრჯერ დაიმსახურა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. მისი ნახვა ყოველთვის ახალი ემოციით გავსებს. ესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს მართალია, ამისთვის, ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის გავლა მოგიწევთ, თუმცა სანახაობა ამად ღირს. აქ არა მხოლოდ, ნახავთ უნიკალური სახეობის მცენარეებს, არამედ მოგეცემათ საშუალება დატკბეთ იმ შესანიშნავი ხედებით, ჰაერით, ზღვის სანაპირო ზოლით, რომელიც ამ ტერიტორიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.#ბათუმი #პანდემია #ტურიზმი #ზღვა #batumidaily
+3
Batumi Daily
Batumi, Georgia · 1 week ago
რატომ უნდა გაატაროთ ზაფხული ბათუმში - 5 მიზეზი
დასვენება, განტვირთვა, მზე, ზღვა.. ეს ყველაფერი ასოცირდება ისეთ ზაფხულთან, რომელსაც დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ ყველა ვნატრობთ. ახლა, პანდემიის რთული რეალობის შემდეგ, როცა შიდატურიზმი პრიორიტეტული უნდა გახდეს ჩვენთვის, ბათუმი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, რომელიც აუცილებლად უნდა დალაშქროთ საქართველოში მოგზაურობისას. იმის მიზეზები კი, რატომ უნდა გავატაროთ ზაფხული ბათუმში უამრავი და შესაძლოა, დაუსრულებელიც იყოს, თუმცა დღეს ჩვენ მხოლოდ ხუთით შემოვიფარგლებით. სამზარეულო აჭარული კერძები, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, რომ ზაფხულის კალორიები დაივიწყოთ და ადგილობრივი სამზარეულო დააგემოვნოთ. რა თქმა უნდა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი აჭარული ხაჭაპური, ბაქლავა თუ სხვა ის კერძი, რომელიც ბათუმურ გემოს წლის ნებისმიერ სეზონზე მოგანატრებთ. ზღვა შეუძლებელია, ბათუმში მოგზაურობის სიას, თან ზღვა არ ერთვოდეს, რადგან არა მხოლოდ ბათუმი, ვფიქრობ, ზაფხულიც წარმოუდგენელია ზღვის გარეშე. ზღვას დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ. თუ მშვიდ, წყნარ და ძალიან კამკამა წყალში გსურთ ნებივრობა, მაშინ აუცილებლად დილით ძილის სიყვარულს უნდა შეებრძოლოთ და ადრევე ესტუმროთ სანაპიროს. თუ მცხუნვარე მზის სხივებით გარუჯვა წარმოადგენს თქვენს მთავარ სურვილს, რა თქმა უნდა, შუადღის ზღვას გავუწევდი რეკომენდაციას, თუმცა შუაგულ მზეში გაჩერება მაინც არ იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება. სამაგიეროდ, შეგიძლიათ 6 საათის შემდეგ, უკვე მოსაღამოვებულზე გადახვიდეთ ზღვაზე და მზის ჩასვლასაც დაელოდოთ, ცურვისა და გარუჯვის პარალელურად. ბულვარი ბულვარი დიდ შესაძლებლობას მოგცემთ, სურვილის შემთხვევაში, ჯანსაღი სეზონი გქონდეთ. ფეხით სეირნობა გრძელ ბილიკზე, ველოსპიდეით გადაადგილება, ვარჯიში და სხვა უამრავი პატარა აქტივობა, ხელს შეუწყობს თქვენი განწყობის ამაღლებას და განტვირთვას. ძველი ბათუმის ქუჩები ძველი ბათუმი ცალკე ადგილს იმსახურებს ამ სიაში. იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ მის ქუჩებში სეირნობაც კი ახალი თავგადასავლების საწყისი იქნება, საკმარისია იმისთვის, რომ მას ეწვიოთ. სიძველეშეპარული ქუჩები, პატარა ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული სახლები, ღია აივნებითა და ულამაზესი ყვავილებით, სრულიად ახალ სამყაროში გადაგიყვანთ. ის დამახასიათებელი სიჩუმე, რომელსაც ეზოებიდან ყრუდ გამოსული საუბრისა თუ სიცილს ხმა გასდევს, აუცილებლად დაგარწმუნებთ თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში. ბათუმური კაფეები წვიმა, მზე, ქარი.. ეს ის შემთხვევაა, როცა ამინდი ხელს არ შეგიშლით დღე საინტერესოდ გაატაროთ. პატარა ბათუმური კაფეები და ის ფაქტი, რომ ღია ცის ქვეშ, მანქანების შემაწუხებელი გრუხუნის გარეშე შეძლებთ გარესამყაროს ისე მოსწყდეთ, რომ თან ხალხისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იყოთ, ერთ-ერთი მიზეზია ზაფხულის აქ გატარებისა. ბათუმურ კაფეებს მაინც თავისი დამახასიათებელი გარემო აქვს და ეს თქვენს ზაფხულს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. #ბათუმი #ზაფხული #სამზარეულო #ზღვა #batumidaily
Batumi Daily
Batumi, Georgia · 2 months ago
რვაფეხა: ბათუმელების ბრძოლის სიმბოლო
ბათუმის გახსენებაზე სტუმრებს ხშირად ზღვა, მზე, თოლიები და დელფინები აგონდებათ. ადგილობრივებისთვის კი, ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც ბათუმს სხვა ზღვისპირა ქალაქებისგან გამოარჩევს, არის "რვაფეხა". ოფიციალურად - "კაფე ფანტაზია", რომელსაც უბრალოდ რვაფეხას სახელით იცნობენ ქალაქში. ეს შენობა მხოლოდ იმით არ გამოირჩევა, რომ აქ ბათუმელები ხშირად იკრიბებოდნენ. ეს ძეგლი უნებურად სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის მონუმენტი გახდა. რვაფეხა, როგორც არქიტეკტურული ძეგლი დღეს განახლებული ფორმით შემორჩა ქალაქს და ამჟამად იქ კაფე არ არის. არ შემორჩა არც პირვანდელი ფერების პალიტრა და ზუსტი ორნამენტები, თუმცა შენარცუნდა ფორმა. შენობა 1975 წელს აიგო. შენობის არქიტეკტორულ იერზე მუშაობდნენ გიორგი ჩახავა, ზურაბ კაპანაძე, ზურა ჯალაღონია, პაატა დობორჯგინიძე და ნოდარ მალაზონია. ისევე როგორც სხვა ბევრ ადგილას, რვაფეხაშიც ახალგაზრდების შეკრება შეზღუდული იყო საბჭოთა ოკუპაციის პირობებში. საღამოს 10 საათიდან აქ ვერ დაჯდებოდი - თურქეთის საზღვარი ახლოს იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნატოს საზღვარიც რვაფეხასთან ძალიან ახლოს გადიოდა. დროთა განმავლობაში შენობა მიატოვეს, კაფე დაიხურა და ფაქტობრივად 2000-იანი წლებიდან კაფე "ფანტაზია' დაცარიელებული კონსტრუქცია იყო. რვაფეხა დაზიანდა, თუმცა ფიზიკურ დაზიანებაზე უფრო სერიოზული წინააღმდეგობებიც გადალახა. 2014 წელს შენობას დანგრევა დაემუქრა, ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებდა, რომ ძეგლის აღდგენა შეუძლებელია. ისმოდა ორაზროვანი განცხადებებიც. ბოლოს, ბათუმელებმა აქცია გამართეს. აქციას საკრებულოს რამდენიმე წევრიც შეუერთდა. ამის მიუხედავად, იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლები მაინც აცხადებდნენ, რომ "კაფე ფანტაზიის" შენობა ძეგლი არ არის და აღდგენას არ ექვემდებარება. 2016 წლამდე გაიწელა შენობის რეაბილიტაციის საკითხიც, საზოგადოება "ბათომისა" და სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივების მიუხედავად. რვაფეხის აღდგენის ისტორიაც ისეთივე პრობლემური აღმოჩნდა, როგორც მისი დაცვის. ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგობა 2016 წელს შემცირდა და რვაფეხას რესტავრაციის დაფინანსება "ქართუმ" განიზრახა. თუმცა გაკეთდა განცხადებები, რომლის თანახმადაც შენობა პირვანდელი სახით მაინც ვერ აღდგებოდა. ბოლოს, 2019 წლის 21 აგვისტოს მთავრობამ საზეიმოდ გახსნა ნაგებობა, თუმცა ის ხალხი და ორგანიზაციები, ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა შენობის შესანარჩუნებლად გახსნაზე არ დაუპატიჟებია. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ასე მიულოცა ბათუმელებს შენობის შენარჩუნება: "მსურს ყველა ბათუმელს და ბათუმის სტუმარს მივულოცო ბათუმის სავიზიტო ბარათის აღდგენა. წლების განმავლობაში „რვაფეხა“ იყო საყვარელი ადგილი ყველა ბათუმელისთვის. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელმაც აღადგინა „რვაფეხა“, და ყველა ბათუმელს მივულოცო". თუმცა არ უხსენებია, რომ მისივე მთავრობის გადაწყვეტილებისგან იყო საჭირო შენობის დაცვა და რომ მისი გადარჩენა საზოგადოების აქტიურობას უკავშირდებოდა და არა მხოლოდ ფონდ "ქართუს". ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე გივიაშვილი შენობას კი ასე აფასებს საკუთარ სტატიაში: "’რვაფეხა’ მართალია, საბჭოთა ეპოქის ნამუშევარია, მაგრამ თავისი ბუნებით ანტისაბჭოური ხელოვნებაა. მეტიც, ეს ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია, თავისი პოზიტიურობით, არააგრესიულობით, თავისუფლების მანიფესტაციითა და სიცოცხლის სიხალასის გადმოცემით. გარდა ამისა, არქიტექტორ გიორგი ჩახავას კონსტრუქცია იმ დროის პროგრესული მიღწევების ნიმუშია". დღესაც, რვაფეხა არამხოლოდ ანტისაბჭოურ, არამედ გაბატონებული სისტემის წინააღმდეგ სვლის სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ანტისაბჭოური ხელოვნების ეს სიმბოლო თავისუფლების მონუმენტიც გახდა იმის მიუხედავად, რომ პირვანდელი სახით ვერ აღდგა. #ხელოვნება #რვაფეხა #კაფე_ფანტაზია #ანტისაბჭოური_ხელოვნება #batumidaily
მოგზაური მოგზაური
Batumi, Georgia · 3 months ago
ზღვა საუკეთესო საშუალება განსატვირთად❤❤
მოგზაური მოგზაური
Batumi, Georgia · 3 months ago
ჩემი ზღვა💖
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 2 weeks ago
რატომ ჩავედი აფხაზეთში?
რამდენიმე კვირით ადრე სანამ ვირუსი საქართველომდეც მოაღწევდა, აფხაზეთში ვიმოგზაურე. ეს ის ადგილია, რომლის აღწერაც ცოტა რთულია ხოლმე ვინმეს დადანაშაულების გარეშე. არასოდეს ვყოფილვარ მანამდე ტერიტორიაზე, რომლის სტატუსიც “დე-ფაქტოა”, ამიტომ ჩემი თვალით მინდოდა მენახა. ამ მოგზაურობის დროს დავრწმუნდი, რომ აფხაზეთის ლეგენდარული სილამაზე სინამდვილე ყოფილა. მიუხედავად ამისა, იქ ყოფნამ რაღაცნაირი ტკბილ-მწარე შეგრძნებები დამიტოვა, თითქოს იქაურობა ერთდროულად იტევს ზღაპრულ სილამაზესაც და მარტოობის, ჩაკეტილობის განცდასაც. მაშინვე დავფიქრდი რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე იზოლაცია, თუმცა პასუხი ამ შეკითხვაზე დღესაც არ მაქვს. 2019 წლის ბოლოს საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. სიტყვა “აფხაზეთი” ბევრს არაფერს მეუბნებოდა. მასზე ჩემი წარმოდგენა გაჯერებული იყო ქართველების ძალიან შთამბეჭდავი მოგონებებით აფხაზეთზე. სწორედ ამან ამაღებინა მატარებლის ბილეთი ზუგდიდამდე, ბოლო სარკინიგზო სადგურამდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. იანვარი იყო. ერთი ღამე დამჭირდა ჩასასვლელად, მატარებელში საშინლად ცხელოდა, მაგრამ როგორც გავჩერდით, გარედან შემოსულმა სიცივემ მაშინვე გამომაფხიზლა. ტაქსის მძღოლების უმეტესობა ცდილობდა პირდაპირ მესტიაში წავეყვანე, ცნობილ სათხილამურო კურორტზე სვანეთში. მაგრამ ჩემი ბოლო გაჩერება პოლიციის ბლოკ-პოსტი იყო, ენგურის ხიდთან ახლოს. ტაქსიდან რომ გადმოვედი, დილის 8 საათი იყო. ორი საათის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გავიარეთ და მე და მალაიზიელ ტურისტს ენგურის ხიდის გადაკვეთის ნებართვა მოგვცეს. ხიდზე გადასვლისას შევამჩნიე, რომ საქართველოსა და ევროპის დროშები გზადაგზა მწვანე, წითელი და თეთრი ფერის აფხაზეთის დროშით ნაცვლდებოდა. სანამ აფხაზეთში შევიდოდი, ჯერ რუსული და შემდეგ აფხაზეთის ბლოკ-პოსტი უნდა გამევლო. შეიძლება სხვა გზაც არის, არ ვიცი. არა რუსულენოვანი ტურისტისთვის ძნელი იყო გამერჩია ვინ ვინ იყო. ბევრი შეკითხვა არ დაუსვამთ სხვათაშორის, ალბათ იმიტომ, რომ საერთო ენაზე არ ვლაპარაკობდით. რუსულის არ ცოდნა, მოკლედ, დამეხმარა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი მოლოდინი თურმე. სასაზღვრო პოლიციის ორივე პოსტიდან ნებართვას ველოდებოდი, ველოდებოდი მგზავრებით როდის შეივსებოდა პირველი “მარშუტკა”რომ გალში მოვხვედრილიყავი, ველოდებოდი მეორე “მარშუტკას” რომელიც გალიდან გადამიყვანდა და საბოლოოდ სოხუმში ჩამიყვანდა. ქალაქისკენ მიმავალი გზა ნამდვილი საოცრება იყო. წარმოიდგინეთ დიდი სწორი მიწა დათოვლილი კავკასიონის მთების ფონზე და რამდენიმე ძალიან ლამაზი სახლი (უმეტესად, ცარიელი) გზაზე. 24 საათის შემდეგ, სოხუმში ჩასვლა დიდი შვება იყო ბოლოს. ზღვის სანაპირო მზის ჩასვლის ფონზე მომაჯადოებელი იყო; მშვიდი და წყნარი. ცოტა ნიავიც უბერავდა. შეიძლება უცნაურია, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგაც არ მომშორებია მარტოობის ძლიერი განცდა. რასაც ვუყურებდი და ვისმენდი, ამ გამოცდილებას მხოლოდ მრავალფეროვანს ხდიდა. არ ვიცი, შეიძლება ეს სეზონის ბრალი იყო. იანვარში ვიყავი სოხუმში, ეს დრო კი ნამდვილად არ არის იდეალური ზაფხულის კურორტზე სამოგზაუროდ. საოჯახო სასტუმროშიც კი ვერ გავჩერდი, დახურული დამხვდა არასეზონურობის გამო. სხვა გზა არ მქონდა, სოხუმის ცენტრში, შედარებით ძვირადღირებული სასტუმრო ავიღე. პირველი, რაც შესვლისთანავე შევამჩნიე, კედელზე ჩამოკიდებული საათები იყო. როგორც წესი, სასტუმროში საათები დასავლეთის დიდი ქალაქების დროს გვიჩვენებენ ხოლმე (ლონდონი, მადრიდი, პარიზი ა.შ.), მაგრამ აქ მხოლოდ მოსკოვის, მანაგუასა და კარაკასის დროებს ვხედავდი. თურმე, ეს იმ ქვეყნების დედაქალაქებია, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. მეორე დღეს სოხუმის უფრო სრულფასოვნად დათვალიერება გადავწყვიტე. პირველად ქალაქის სანაპირო ზოლში გავისეირნე. მოვლილი მომეჩვენა იქაურობა, შენობები ახალი გარემონტებულია, თანამედროვე სტილის ახალი რესტორნებიც შევამჩნიე, ქუჩები სუფთაა, ხეებითა და ნარგავებით სავსეა სანაპირო, მოკლედ, საუკეთესო საზაფხულო კურორტის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ერთ-ერთი კაფის ვერანდაზე ყავას ვსვამ მარტო და ვხედავ, ხიმინჯებთან კაცები იკრიბებიან სათევზაოდ. მზე ანათებს და თავს შესაშინავად ვგრძნობ, თითქოს ეს-ეს არის დაიწყო გაზაფხული. მეთევზეებისგან მოშორებით, ცარიელ ნავმისადგომს ვხედავ, რომლის გარშემოც ამაყად ჰკიდია ეროვნული დროშები. მოგვიანებით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მეუბნება, რომ ეს ნავსადგომი არც არასოდეს გამოუყენებიათ თავისი დანიშნულებით. საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში აშენდა, 1992-1993 წლების ომმა კი ეს პროექტი შეაჩერა. ცარიელი, გამოუყენებელი შენობები თითქოს მუდმივი შეხსენებაა იმის, რომ აფხაზეთი დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფილია. იგივე გრძნობა მქონდა როცა ქალაქის ქუჩებს ვათვალიერებდი, დაცარიელებული სახლები და მიტოვებული აგარაკები ლამაზ და შთამბეჭდავ შენობებს შორის დგას. ეს ურბანული გარემო ერთდროულად მომხიბვლელიც არის და სევდის მომგვრელიც. ბუნების ეს ხედი, მოშიშვლებულ სივრცეებს თითქოს ნელ-ნელა ახლადწარმოქმნილი ტყით ანაცვლებს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მართლაც მომხიბვლელია, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებები ისევ საშინელი სიცარიელის შეგრძნებებს ერევა და პერიოდულად თავბრუსხვევასაც კი ვგრძნობ. ძალადობრივი გარემოს ექო, არც თუ ისე შორეული წარსულიდან, ამ ნანგრევებს ფონად მოჰყვება. ცოტახანში რამდენიმე უცხოელს შევხვდი არასამთავრობო სექტორიდან, ისინი იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც 1992-1993 წლების ომში გაუჩინარდნენ. ადგილობრივებსაც ეხმარებიან ფსიქოლოგიურ ტრამვებს გაუმკლავდნენ. ომის ნარჩენები ყველგანაა, ამიტომ შეგრძნება მქონდა, რომ ეს ტრამვაც არსად წასულა, ისევ ზედაპირზეა. ომიც სულ გახსენებს თავს: მთლიანად შავებში შემოსილი, მგლოვიარე ქალი, რომელიც ომში დაკარგულ ბიჭებს მისტირის. აქ სხვა ადამიანებიც სულ ომზე მიგანიშნებენ. ცხადია, თბილისშიც არსებობს ომის მეხსიერება. თუმცა, შეგრძნებები თითქოს უფრო სუსტია. მაგალითად, ქართველები სულ ნოსტალგიით, სევდით ლაპარაკობენ აფხაზეთზე, ძველი მშობლიური სახლები ახსენდებათ სანაპიროზე, ეს განცდები უფრო სინანულს ჰგავს ძველი დიდების დაკარგვის გამო. აფხაზებს კი, ომი უფრო მძაფრად ახსოვთ. მათთვის ეს თითქოს ერთდროულად არის ეროვნული სიამაყის მიზეზიც და ტანჯვისაც მათ შორის. ომის შემდეგ შექმნილი რეალობა მათ ცხოვრებაზე ყოველდღიურად აისახება. აფხაზები აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენენ. აქ დღეს სხვა ეროვნების ხალხიც ცხოვრობს: მათ შორის რუსები, სომხები და ბერძნები. ეს მრავალფეროვნება სოხუმის ცენტრალურ ბაზარში ყველაზე კარგად იგრძნობა. ქალაქში ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ქალების ჯგუფი მახსოვს, ზოგი ყიდდა, ზოგი ჭამდა, ზოგიც ყიდულობდა. ერთმანეთს ძალიან ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ. ძირითადად რუსული ენა მესმოდა. პროდუქტების უმრავლესობა ან ადგილობრივი წარმოებისაა ან თურქული. ბაზარი ხალხით იყო სავსე და ქალაქის ქუჩებიდან გამოყოლილი სიმარტოვის შემდეგ, ნაცნობი გრძნობები განმიახლდა. ალბათ ამიტომაც, სოხუმში ყოფნის ყოველ დილას ბაზარში მივდიოდი და ამ ხალხმრავლობას ვაკვირდებოდი. ჩემი იქ ყოფნაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ტურისტული სეზონიც აღარ იყო, ამიტომ უცხო სახემ მაშინვე მიიქცია ქალაქში ყურადღება. მეგობრულები იყვნენ და ცდილობდნენ ინგლისურად რამდენიმე სიტყვა მაინც ეთქვათ, ლექსიკონში ამოწმებდნენ. აინტერესებდათ, საიდან ვიყავი. საფრანგეთი რომ გაიგეს, პარიზი ახსენეს მაშინვე. J’aime Paris! მკითხეს საიდან და რატომ ჩავედი აფხაზეთში, ზუგდიდის გავლით? წარმოშობით ქართველი ხომ არ ვიყავი ან ქმარი ხომ არ მყავდა ქართველი? ვინმეს ხომ არ ვყავდი სპეციალურად გაგზავნილი თუ ჩემი ინიციატივით ავირჩიე აფხაზეთი. ცოტა უჭირდათ იმის წარმოდგენა, რატომ უნდა ჩასულიყავი სოხუმში საკუთარი ნებით. ამ ეჭვების მიუხედავად, მაინც თბილად მხვდებოდნენ, აშკარად უხაროდათ უცხოელის დანახვა, ეტყობა არც ისე ხშირად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც რუსულად ვერ ლაპარაკობენ. ერთ დღესაც სასეირნოდ ქალაქიდან მოშორებით წავედი და ცოტა უცნაური საცხოვრებელი კომპლექსი დავინახე. შესასვლელში საბჭოთა პერიოდის მოზაიკა იყო, სხვათაშორის კარგად შენარჩუნებული. შეიძლება ეს სიმბოლო იმ ნოსტალგიას გამოხატავდა, რაც აფხაზებს საბჭოთა კავშირის საუკეთესო წლებთან აკავშირებთ. შენობის გარშემო რუსულმა ბილბორდებმა მიმანიშნა რომ აქ ძველად, სამხედრო სანატორიუმი ყოფილა. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს შენობა დღესაც რუსულ სამხედროებს ეკუთვნით, თუმცა შენობა მთლიანად ცარიელია. ფეხით სიარული გავაგრძელე და ხეივანს ბოლომდე ჩავუყევი, ორივე მხრიდან ხის აივნებიანი სახლებით იყო გარშემორტყმული. სულ ბოლოს დიდი ჭიშკარია, რომელსაც დაცარიელებულ სანაპიროზე გაყავხარ. ორი ბავშვი სილაში თამაშობდა, ყველაფერი ძალიან მშვიდი და ლამაზი ჩანდა აქედან. ეს განსაკუთრებული და ამაღლებული განწყობა, ალბათ, წელიწადის მხოლოდ ამ დროს, ზამთარშია, როცა ტურისტები უკვე წასულები არიან. იგივე შეგრძნებები გაგრამდე გამყვა, ისევ “მარშუტკით” ვიმგზავრე. როგორც ჩანს, ეს გადაადგილების ძირითადი საშუალებაა აფხაზეთში. ზამთარში გაგრა მოჩვნებების ქალაქს ჰგავდა, სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც მასზე ჩამოსვლამდე მომიყვნენ. მხოლოდ სანაპირო კი არ დამხვდა ცარიელი, ულამაზესი ვილებიც მთის ფერდობზე და ძველი სანატორიუმებიც. რესტორნები და კაფეები, რომლებიც სეზონზე რუსი ტურისტებით გადავსებულია თურმე, დაკეტილია. ამ გარემოში ისევ თავბრუსხვევა დამეწყო. მალევე “მარშუტკაში” ჩავჯექი და ახალი ათონისკენ გავემგზავრე. აღმოჩნდა, რომ მარტო ვზივარ მძოლთან ერთად. გზაში რადიოა ჩართული და რუსული მუსიკა მესმის, თან ზღვას გავყურებ. შავი ზღვა ძალიან ლამაზია, ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს. ვხვდები, რომ ამ მოგზაურობაში ემოციები ერთმანეთს სწრაფად ენაცვლება: გაოცებასა და აღფრთოვანებას აუცილებლად რაღაცნაური შფოთი და შიში მოჰყვება ხოლმე. აფხაზეთში ყოფნის ბოლო დღე ოჩამჩირეში გავატარე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ სრულიად განსხვავებული აფხაზეთი აღმოვაჩინე. 1992-1993 წლების ომამდე, მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. დღეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული და სევდიანი ქალაქია აფხაზეთის სანაპიროზე. ღამე ჩემი მეგობრის ოჯახში დავრჩი. დიანას დედა ქართველია. მას აფხაზური პასპორტი აქვს. დიანა 26 წლის არის და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობს. ყველა იმ ენაზე უნდა ელაპარაკოს ხალხს, რომლებსაც ინტერნეტით სწავლობს. ინგლისურის გარდა, მას კომუნიკაცია თურქულ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეუძლია. “ყველაზე მეტად მინდა პასპორტი ავიღო და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დავიწყო,” მეუბნება დიანა. თუმცა, მემგონი ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა მისთვის. დიანა აფხაზების იმ 30%-შია, რომლებმაც რუსული პასპორტების აღება ვერ მოასწრეს. აფხაზური პასპორტით მოგზაურობა კი თითქმის შეუძლებელია, რადგან მის დამოუკიდებლობას მხოლოდ ოთხი ქვეყანა აღიარებს. უცხო ენების პრაქტიკას სამსახურში უცხოელებთან გადის. დიანა ტურისტულ გიდად მუშაობს სოხუმში. გამოწვევების მიუხედავად, მას სჯერა, რომ ერთ დღესაც აფხაზეთი ნამდვილად იქნება ძლიერი და მოგზაურობასაც შეძლებს. “ჩვენ პატარა და ლამაზი ქვეყანა ვართ, ძალიან ვცდილობთ ჩვენი უნიკალური კულტურა, ენა და ისტორია შევინარჩუნოთ. მინდა მსოფლიომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროს. ხალხმაც მეტი გაიგოს ჩვენზე და უკეთ გაგვიცნოს.” ამ გოგომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი სიამაყის განცდა როცა აფხაზეთის მემკვიდრეობაზე მელაპარაკებოდა. კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე, რა გავლენა აქვს იძულებით იზოლაციას ადამიანის ცხოვრებაზე. მეორე დღეს, სანამ გრძელი გზით ისევ თბილისში დავბრუნდებოდი, ვიგრძენი, რომ ჩემი მოგზაურობა აფხაზეთში დასრულებული არ იყო. იანვარში იქ ჩასვლამ იზოლაცია მთელი სიმძაფრით მაგრძნობინა. ეს ალბათ, ჩემს ფოტოებშიც აისახა. როცა მათ ახლოდან ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინი უფრო ცარიელი და ნაცრისფერია, ვიდრე ჩემი სხვა ნამუშევრები. მე მაინც ხალხით გადატვირთულ ადგილებში ცხოვრებას ვარ მიჩვეული და ეს სიცარიელის შეგრძნება ძალიან ახალი იყო ჩემთვის. ფოტოების გადაღებაც ერთგვარი ფორმაა აფხაზეთის გასაცნობად. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს აღმოსაჩენი. აფხაზეთის კულტურის, რიტუალებისა და ტრადიციების შესწავლას დრო დასჭირდება. იქ ყოფნის შემდეგ, თითქოს უკეთ გავიგე რას ნიშნავს იზოლაცია და მარტოობა. რამდენიმე კვირაში, ვირუსის პრევენციის მიზნით, მთელი რეგიონი ჩაიკეტა. ორ თვეზე მეტი აფხაზები და ქართველები თვითიზოლაციაში იყვნენ ისევე როგორც, მთელი დანარჩენი მსოფლიო. გულწრფელად რომ ვთქვა, მარტოობას და იზოლაციას სულაც არ განვიცდი, ვიცი, რომ დროებითია და ადრე თუ გვიან ისევ დავუბრუნდები დატვირთულ და ხმაურიან დღის რეჟიმს. ალბათ, სულ სხვანაირი განცდაა, როცა არ იცი როდის სრულდება იზოლაცია. დღევანდელი სიტუაცია ემპათიისკენ გვიბიძგებს. განსაკუთრებით იმ ადამიანებზე გვაფიქრებს, ვისთვისაც იზოლაცია ყოველდღიურობაა. წყარო: CHAI KHANA ავტორი: მარი ოდინეტი#აფხაზეთი #სოხუმი #გაგრა #ოკუპაცია #sokhumidaily
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
როგორია ოჩამჩირეში გატარებული ზაფხულის დიდი არდადეგები - ქართველი გოგოს ჩანაწერი ოჩამჩირედან
გამარჯობა, მე ნინო ცუცხუბაია ვარ აფხაზეთიდან,კერძოდ კი გალის რაიონში სოფ.საბერიოში ვცხოვრობ. მე მინდა მოგიყვეთ ჩემს სამშობლოზე,ჩემს აფხაზეთზე,მაგრამ ვინიდან სათქმელი ძალიან ბევრია და რა თქმა უნდა ყველაფრის მოყოლას ამ თემით ვერ მოვახერხებ. მე მოგიყვებით აფხაზეთის ერთ-ერთ საკურორტო და უდიდეს რაიონზე - ოჩამჩირეზე. ბებიაჩემი,ნაზო ვარდაია,დედით ქართველი და მამით აფხაზი იყო. იგი ოჩამჩირეში დაიბადა,დღესაც მამაჩემის დეიდა (ბებიაჩემის და) ოჩამჩირეში ცხოვრობს და მე ბიძაშვილებთან ერთად ყოველი ზაფხულის არდადეგებზე ოჩამჩირეში და სოხუმში დავდიოდი,იქ გავატარეთ ბავშოვობის დაუვიწყარი და სასიამოვნო პერიოდი,სწორედ ამიტომ მინდა გადმოგცეთ ჩემი სიყვარული და გრძნობები ოჩამჩირის მიმართ და გამოგზაუროთ ამ საოცარ ადგილას. სუფთა ჰაერი, კამკამა ლურჯი ზღვა,სულ სხვანაირად მცხუნვარე მზის სითბო და მშვენიერი ბუნება, აი რა მიიქცევს უპირველეს ყოვლისა თქვენს ყურადღებას ოჩამჩირეში. ყოველთვის ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა ზაფხულის დიდი არდადეგები,რომ ჩქარა წავსულიყავი ოჩამჩირეში და მთელი სამი თვე იქ გამეტარებინა,არასდროს მომბეზრდებოდა იქ ყოფნა და სახლში წასვლაზეც არასდროს მიფიქრია,მოწყენაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ძალიან მიყვარდა სანაპიროზე ჩამოჯდომა და ლურჯი თვალუწვდენელი სივრცის ცქერა,რომელიც არ მთავრდებოდა არასდროს,ნიჟარების შეგროვება,ცხელ ქვიშაზე სირბილი,სახლების აშენება და სანაპიროზე დიდი ასოებით დაწერა „მე მიყვარს აფხაზეთი“,რომელსაც ტალღები ერთი მეორის ჩანაცვლებით მიშლიდნენ და თავიდან ვაწერდი. ხშირად დილით ადრე მივდიოდით ზღვაზე და მზის ჩასვლამდე იქ ვიყავით,ისე რომ ნაშუადღესაც არ მოვდიოდით სახლში,(რაზეც ბებიაჩემის და გვიბრაზდებოდა ხოლმე, ასე როგორ შეიძლება,სახლში უნდა მოხვიდეთ დაისვენოთ და მერე ისევ წადით,როგორ მწარედ ანათებს მზე არ შეიძლებაო) მაგრამ ჩვენ დილით მოვიმარჯვებდით ქოლგებს,საკვებს რომ მთელი დღე იქ გაგვეტარებინა,ასე უფრო ხალისიანი იყო ეს დღეები,სახლში დაბრუნებულები ძალიან დაღლილები ვიყავით. ვანთებდით კოცონს,ვწვავდით მწვადებს,სიმინდს. ოჩამჩირეში მიედინება ერთი დიდი მდინარე ღალიძგა,რომელსაც სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე,მისი სიგრძე არის 53კმ,ძალიან სწრაფი დინებით მიედინება,მდინარეს აქვს ერთი ადგილი სადაც ცხელი წყალი მიედინება,ამბობენ ეს წყალი სამკურნალოც არისო. ჩვენ კი იმ ადგილას დავდიოდით,სადაც ღალიძგა და ზღვა ერთმანეთს უერთდებოდა. ეს ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, ერთ მხარეს ლურჯი აღელვებული ზღვის ტალღების ხმა მეორე მხარეს კი კამკამა მდინარე მიედინებოდა ჩუმად,შემდეგ კი ერთმანეთში,რომ ედინებოდნენ ერთობლივად სხვანაირ ხმაურს ჰქმნიდნენ... ეს არის თვალუწვდენელი სივრცე,მზერა არაფერზე,რომ არ შეგიჩერდება,სასიამოვნო გრძნობა გეუფლება,უზომოდ ბედნიერად გრძნობს თავს,მზე ზღვაზე რომ ირეკლება,ლურჯი ზღვა ბევრად უფრო ლურჯი ჩანს. იცით?ადამიენბიც უფრო ფერადები არიან იქ, რომ ვაკვირდებოდი,მაგრამ გულს გადამწვარი სახლები მიკლავდა..დასანანია ასეთი საკურორტო მხარე ასეთი გავერანებული რომ არის..ოჩამჩირეში გარეუბნიდან ქალაქამდე ერთსართულიანი სახლებია ჩამწკრივებული,მოვლილი ბაღებითა და პატარა ეზოებით,თუმცა დღეს ამ სახლების ნაევარზე მეტი დაცარიელებულია,მიტოვებული,განადგურებული...ერთ დროს ხალხმრავალი,მრავალერიანი ქალაქიდან ნანგრევებია დარჩენილი,რაც ძალიან მოქმედებს ჩემზე.. ოჩამჩირის ცენტრში გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა,კულტურის სახლი,ახალგაზრდული ცენტრი,თუმცა ოდესღაც ამ სავაჭრო ქალაქს უწიდებული ენერგია აღარ შერჩა. ოჩამჩირეში არის ილორის წმ.გიორგის ეკლესია,რომელიც აგებულია სოფ.ილორის შუაგულში,ის შუასაუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა,თუმცა 2010 წელს რუსმა ოკუპანტებმა ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მრლიანად,ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს,აღმოსავლეთი მხარე კი,სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი,მთლიანად გადალესეს.. ყველაფერი ამის მიუხედავად ოჩამჩირეში ცხოვრება გრძელდება,ბებია გარდამეცვალა 6 წლის წინ,თუმცა ბებიაჩემის და დღესაც იქ,ოჩამჩირეში ცხოვრობს,მე ახლა უკვე მეორე კურსის სტუდენტი ვარ,ვსწავლობ თბილისში,სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტში,თუმცა დღესაც ვაგრძელებ ყოველ ზაფხულს ოჩამჩირეში წასვლას და ყოველ ჯერზე როდესაც იქ მივდივარ ფორიაქის შეგრძნებას განვიცდი,ვფორიაქობ რადგან ჩემს წინ გადაიშლება ხოლმე მოგონებების წიგნი,მთელი ბავშოვიბა თვალწინ დამიდგება ხოლმე,რადგან ახლა ყველაფერი სულ სხვანაირადაა,ახლა აღარ ვაშენებ ქვიშისგან ოჩამჩირის სანაპიროზე სახლებს,აღარ ვაგროვებ ნიჟარებს,აღარ ვრჩებით დილიდან საღამომდე ზღვაზე.. ძალიან მიყვარს აფხაზეთი და მისი ყველა კუთხე-კუნჭული,მიყვარს სოხუმი,ოჩამჩირე,მიყვარს ჩემი სოფელი საბერიო,სადაც დავიბადე და გავიზარდე,სადაც ავიდგი ფეხი... მინდა,რომ ყველამ შეძლოს აქ ჩამოსვლა და თვითონ იგრძნონ აქაური სითბო,სიყვარული და მე მჯერა,რომ ეს ასე იქნება.#ოჩამჩირე #ისტორია #აფხაზეთი #ოკუპაცია #sokhumidaily
Elysium Fields
Tbilisi, Georgia · 1 week ago
სამყარო ეგვიპტელების წარმოდგენით
ეგვიპტელთა წარმოდგენით ცა იყო 4 სვეტზე დაყრდნობილი სახურავი და ამ სახურავზე ღმერთები ცხოვრობდნენ,სხვა ვერსიით კი -უნაპირო ზღვა,რომელშიაც მზის ღმერთი ამონ-რა ციური ნავით დაცურავდა.ფანტაზია ცას ხატავდა ხან ქალღმერთ ნუტის სახით,რომელიც ხელ-ფეხით მიწას ეყრდნობა და მუცელზე ვარსკვლავები ჰქონდა განლაგებული ,ან კიდევ ძროხად,რომლის მუცელსაც მნათობები ამკობდნენ,ხანაც ხედ,რომლის ტოტებზეც ღმერთები სხედან,გარშემო ტყეა;ერთი ვერსიით ცა ბუმბერაზი შევარდენია,ღვთაებრივი ღონით აღჭურვილი რომ მიჰქრის დედამიწის ზემოთ და თვალებად მზე და მთვარე ასხია.#მითოლოგია #ეგვიპტურიმითოლოგია #საინტერესო
My Vision
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
მზის ანარეკლი...
როდესაც დღე მიილევა და აზვირთებულ ტალღებს ოქროსფერი ლანდი მოედება ულამაზესი სანახავია მზე.რამდენჯერ გავსულვარ სანაპიროზე რადგან ამ საოცარი "მოვლენისთვის" მეყურებინა. ზღვის ქაფი ქვიშას ედება და განსაკუთრებული სურნელით ივსება იქაურობა.სიჩუმე დაისადგურებს...მხოლოდ ზღვა ხმაურობს და ნაპირიდან მოსჩანს თოლიები როგორ მარდად აპობენ ზღვის ტალღებს მზე კი ჩადის...წყალი ირეკლავს მის ბზინვარებას და ცისარტყელის ფერებით ხატავს ზედაპირს.რამდენჯერ მიფიქრია მხატვარი ვყოფილიყავი და დამეხატა ან მწერალი და ისე აღმეწერა, რომ მთლიანად ჩამედო ჩემი განცდა და შთაბეჭდილება. იქ, სადღაც შორს მოჩანდა ტალღებში გახვეული გემი.ხშირად მიფიქრია თუ რა ლამაზი სანახაობა იქნებოდა წყლის სიღრმიდან დანახული მზე. ასე, რომ ანათებს და ასე, რომ ათბობს ზღვებს, ოკეანეებს.ყოველი მზის ჩასვლისას ახალი განცდებითა შთაბეჭდილებებით ვივსები და ყოველთვის ვფიქრობ რა ყოვლისშემძლეა ღმერთი.მხოლოდ მას შეუძლია გარესამყარო ლამაზ ფერებში დაგვანახოს.
Giorgi Kekelidze
Tbilisi, Georgia · 3 months ago
თოვლი
მიუხედავად ყველაფრისა, გარეთ თოვს. და მიუხედავად ყველაფრისა - ძალიან ლამაზია! და ადამიანი აუცილებლად მოიგებს ამ ომს. რაც უნდა იყოს ეს ომი და როგორიც, ცხადია, რომ ომია. უცნაური ომი, როცა სახლში დარჩენა სჯობს მტერთან შეგებებას ან მტრისგან გადამალვას. და ადამიანი მოიგებს ამ ომს, იმისთვის რომ თოვლი დაინახოს, მზე დაინახოს, ზღვა დაინახოს. ადამიანი დაინახოს. სხვანაირად არ გამოვა. ჰოდა, მე კი ვერ ვასრულებ ამ ამბავს, ჩემი მოვალეობის გამო, მაგრამ შენ, ვისაც შეგიძლია - #დარჩისახლში და ცოტა ხნით გაუძელი წინადადებაში სიტყვებს - ,,მიუხედავად ყველაფრისა"#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #opinion