იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 812-ით გაიზარდა, ჯამში - 11 591

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140255 იტალიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 812-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა შაბათ-კვირის მონაცემებით შემცირდა, თუმცა ორშაბათს ისევ ზრდა დაფიქსირდა. პარასკევს ქვეყანამ გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა 919 ადამიანი დაადასტურა, შაბათ-კვირას ეს რიცხვი 889-მდე და 756-მდე შემცირდა. ჯამში იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 11 591 შეადგენს, გამოჯანმრთელებული კი 14 620-ია. იტალიაში ბოლო ერთ დღეში ვირუსის 1 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევების რაოდენობაა ამ კვირაში.
0