მერე...

0
ყველას მერე გვაინტერესებს ... მერე რა, რომ არ ვიცით მერე რა იქნება ... მაინც გვგონია, რომ მერე იქნება უკეთესი, მერე შევიცვლებით, მერე გავხდებით ცოტა უკეთესები, მერე გამოვიცვლებით, მერე რა, რომ ახლა გვეშლებოდა, მერე რა, რომ ახლა ცოტა აურდაურიეთ... მერე რა, რომ დაგვაგვიანდა- იმის თქმა, რომ გვიყვარს, რომ სულ ტყუილად გავბრაზდით, რომ ცოტა დრო დავუთმეთ საყვარელ ადამიანებს, რომ არ მოვუსმინეთ, რომ არ დავლიეთ მასთან ჩაი ან ყავა, რომ არ ჩავეხუტეთ, რომ ცრემლები არ მოვუწმინდეთ, რომ არ წამოვაყენეთ, რომ არ ვაჩუქეთ... არ ვაჩუქეთ სიყვარული, არ ვაჩუქეთ ტკბილი სიტყვები(ეს მაინც ხომ არის უფასო) ... სამაგიეროდ ახლა მივხვდით, რომ : სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია, რომ როცა ყველაფერი დამთავრდება მე აუცილებლად დავლევ ყავას შენთან ერთად, მოვიცლი, რომ მოვისმინო, მოვიცლი რომ გაპატიო, მოვიცლი რომ ჩაგეხუტო, მოვიცლი, რომ გაჩუქო... ჩვენ მოვიგებთ ამ სამყაროს ... თავიდან გვაჩუქებენ დედამიწას, რომ მერე მაინც...
0