აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 20 000 შემთხვევა გამოვლინდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140261 აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 19 988 შემთხვევა გამოვლინდა, სულ აღრიცხულია - 163, 479. გასულ 24 საათში ქვეყანაში 565 ადამიანი დაიღუპა, ჯამში კი, გარდაცვლილთა რიცხვი 3, 148-ს შეადგენს. IHME-ს პროგნოზით, 16 ივლისს კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა აშშ-ში არ აღირიცხება. საბოლოო ჯამში, ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი აშშ-ში 4 აგვისტოსთვის 82 141 ადამიანს იმსხვერპლებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო შემოღებული ფედერალური დირექტივები მთელი ქვეყნის მასშტაბით 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ტრამპის თქმით ეს დირექტივები, მათ შორის სოციალური დისტანცირება "არის გამარჯვების გზა".
0