COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევები 108-მდე გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ დილიდან ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 3 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ეზუგბაიას ცნობით, 11 პაციენტიდან კრიტიკული მდგომარეობა ჯერჯერობით არც ერთთან არ დასტურდება. ასევე, ხაზს უსვამს, რომ რომ ცნობილია ინფექციურში მოთავსებული 3 პაციენტის ინფიცირების წყარო და იგი ინგლისის კლასტერს უკავშირდება, რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, რამდენიმე პაციენტთან კორონავირუსის პირველწყარო ცნობილი არ არის. , , ამ 11-დან 3 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენს ცენტრის, დანარჩენი არის 6 სხვა დაწესებულებაში. ამ 108 პაციენტიდან საერთო ჯამში 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, 58 არის დანარჩენი 6 ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, ” - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დასტურდება კორონავირუსით ინფიცირების 108 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი; კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.
#კორონავირუსი
#მარინაეზუგბაია
#ინფექციური
#პაციენტი
#კლასტერი
#tbilisidaily
0