ბოლო 24 საათში სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით კარატინის წესის დარღვევის 46 შემთხვევა გამოავლინეს.
"პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა.
4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეს საგანგებო სიტუაციის დროს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
#politics
#news
#შსს