კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან ვან გოგის ნახატი მოიპარეს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140262 ნიდერლანდებში Singer Laren-ის მუზეუმინდან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული იყო, ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის შედევრი "გაზაფხულის ბაღი" მოიპარეს. იუწყება Independent-ი მუზეუმის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. მუზეუმი ქალაქ ლარენში, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამია აღმოსავლეთით მდებარეობს. "ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მხატვრის შედევრი მოპარულია. უაღრესად შოკირებული და განრისხებული ვარ ამ ფაქტის გამო", - თქვა მუზეუმის დირექტორმა. აღსანიშნავია, რომ მუზეუმიდან მხოლოდ ეს ნახატია მოპარული. ნახატი ვინსენტ ვან გოგის მიერ 1884 წელს არის შესრულებული.
0