დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!

0
მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება, მეორეს მხრით მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემ სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ შენთვის დამიწერია, თუ მითარგმნია, მე ჰომეროსის სიტყვები: "ზევსს გეფიცები აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს." ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე ზეაღმტაცი ამბებისთვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რასაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი. შენი მამა კონსტანტინე
0