,, ჯერ ვერ მომირჩა ჭრილობა..."

Gori Daily

წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი ზაზა გახელაძის მონახულება დაკავებიდან 59-ე დღეს შეძლეს. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებულის ოჯახს წერილი გადასცეს. „როგორ ხართ ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე, უთხარი, მამიკოს უყვარხართ-თქო. დედა-მამა, დათო, როგორ არიან? ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. ჯერ ვერ მომირჩა ჭრილობა, უფლის წყალობით მალე მორჩება და გავივლი“, – წერს ზაზა გახელაძე. შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. # ახალიამბები # ოკუპაცია # goridaily წყარო - primetime.