პოლონეთში კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

Tbilisi Daily

გასული დღე-ღამის განმავლობაში, პოლონეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 5,300 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გამოცემა იუწყება, კორონავირუსული პანდემიის შეჩერების მიზნით შემოღებული დამატებითი შეზღუდვები, დღეს ძალაში შევიდა, რისი მიხედვითაც პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო გახდა. Reuters-ის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დღეს სკოლებთან დაკავშირებულ სხვადასხვა დამატებით შეზღუდვაზე ისაუბრებს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, პოლონეთში კორონავირუსის 121,638 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2,972 ადამიანი გარდაიცვალა.