40 გაუპატიურებული ერთ წელიწადში
Tbilisi Daily
BBC -ის ინფორმაციით, ნიგერიის პოლიციამ 40 ადამიანის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. მამაკაცი მაშინ დაიჭირეს, როცა ქალმა ის შვილების საძინებელში იპოვა.
გაუპატიურებების სერია ქალაქში 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის 10 წლის ასაკის ბავშვი და 80 წლის ქალი იყვნენ. ქალაქის მოსახლეობა ამბობს, რომ ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ მშვიდად დაიძინებენ.