„გილოცავ, შენ გახდი დედა“ (ვიდეო)
Gori Daily
,,გილოცავ, შენ გახდი დედა" - ასე მიმართა ზაზა მეზვრიშვილმა ძროხას, რომლის მშობიარობა საკუთარ თავზე აიღო. ერთ-ერთ ოჯახს ძროხის მშობიარობაში დაეხმარა და საბოლოოდ, „ოპერაციამ“ წარმატებით ჩაიარა. ზაზა მეზვრიშვილმა ფაქტის ამსახველი სრული ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეზვრიშვილმა გორის მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი, მან მხოლოდ 298 ხმა აიღო. მანამდე კი, 2014-2017 წლებში ქალაქ გორის საკრებულოს წევრი იყო, ლეიბორისტული პარტიიდან. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში „ზვიადის გზის“ სახელით სცადა დეპუტატობა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#გორი
#goridaily