ბათუმის "დინამო" დავით ყიფიანის თასის გათამაშების მიღმა დარჩა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა.
ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის 'დინამო' მოულოდნელად თასის გათამაშებას გამოეთიშა. შავიზღვისპირელები ეროვნული ლიგა 2-ის გუნდთან 'გაგრასთან' 1-0 დამარცხდნენ.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის 38-ე წუთზე გოდფრი ობოაბონამ საკუთარ კარში გაიტანა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო სამი შეხვედრა წააგო. შემდეგი შეხვედრა 'დინამოელებს' უკვე ეროვნულ ლიგის გათამაშებაში ექნებათ, სადაც 3 ოქტომებრს გასვლაზე 'თელავთან' ითამაშებენ.