კოვიდინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა გერმანიაში

Tbilisi Daily

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1045 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 213 067-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 175 პაციენტი გარდაიცვალა, 196 100 კი გამოჯანმრთელდა. #ახალიამბები