ავტოკატასტროფა თურქეთში- დაღუპულია 5 ადამიანი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
5 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა ავტოკატასტროფისშედეგად თურქეთისცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კონიას რაიონში.მოლიპული გზის გამო სატვირთო ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და გადატრიალდა. მძღოლისთვის დასახმარებლადმსუბუქიავტომობილი გაჩერდა.ამ დროსგვერდით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე სატრანსპორტო საშუალება გადატრიალდა. დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის ორი და ავტობუსის სამი მგზავრი. დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორშაბათს თურქეთის ცენტრალურ ნაწილს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა. თოვლმა ანკარასა და სტამბოლში სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა და რამდენიმე საერთაშორისო ტრასაზე მრავალ კილომეტრეიანი საცობები წარმოშვა.