კასრისწყალში წვიმამ სკოლის საპირფარეშო დატბორა
Tbilisi Daily
ძლიერმა წვიმამ ახმეტაში, სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლის სველი წერილები დაიტბორა. სველი წერტილები სკოლის ეზოშია განთავსებული.
საპირფარეშოებში წყალი ამ დრომდე დგას. სკოლის დირექტორის გიორგი ბუღრიძის თქმით, უხვი ნალექის შედეგად სველი წერტილებია დატბორვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. იგეგმება მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები.