ოზურგეთში წმინდა ნინოს დედათა მონასტრის კელიები დილით გაჩენილმა ხანძარმა დაწვა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შემოქმედის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს დილით, 07:00 საათზე ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია კელიები სრულად. "მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა", - ვკითხულობთ შემოქმედის მიტროპოლიტის, იოსების "ფეისბუკზე" გავრცელებულ განცხადებაში. ეპარქიის გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ეპარქიაში კელიები განადგურდა, დაიწვა ხატები და საყოფაცხოვრებო ნივთები.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31030460.html #ახალი_ამბები #twitter