ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "ოპერატიული შტაბის" ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 421 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 98-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი პაციენტი. 63 წლის მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 98 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 28-ის მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოს, ადგილზე 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში კი, ამჟამად 59 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7 602 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 101, გამოჯანმრთელდა 5 655 ადამიანი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა