ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

Tbilisi Daily

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 6 ოქტომბერს ჩუღურეთისა და გლდანის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. ჩუღურეთის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.