ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა
Batumi Daily
ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ადასტურებს.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის.
"ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მედიასაშუალებებით იმდენი იდენტიფიცირებადი ინფორმაცია არის ამ განცხადებაში, რომ ამაზე საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას, საყურადღებო შემთხვევაა და შესაფერის რეაგირებას გააკეთებს, როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილი, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური, იმ მონაცემების საფუძველზე, რაც ააქამდე გვქონდა. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს" - განაცხადა თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში