საფრანგეთში კორონავირუსის 13 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა, კერძოდ ერთ დღეში COVID-19-ით 13 498 ადამიანი დაინფიცირდა.
კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 26-ით გაიზარდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით 442,194 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებას ჯამში 31,274 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ დროისათვის, საფრანგეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 91,574-ს აღწევს.