საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 326-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 6192 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 2324 გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5413 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 869 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.