"მწვანე სკოლის" მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

თბილისში, "მწვანე სკოლის" მე-12 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლის სკოლის ადმინისტრაციამ ადასტურებს. როგორც სკოლაში განაცხადეს, მე-12 კლასის მოსწავლე სასწავლო პროცესში დისტანციურ რეჟიმში იყო ჩართული და შესაბამისად, სკოლის სხვა მოსწავლეებთან ინფექციის გადადების რისკი არ არის. "მწვანე სკოლაში" საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მხოლოდ მე-6 კლასის ჩათვლით აღდგა. ინფიცირების შესახებ მშობელმა კლასის დამრიგებელს თავად აცნობა.