თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მესამე  დღეა 23 წლის გოგოს ეძებენ

Tbilisi Daily

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მესამე დღეა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ. დედის ინფორმაციით გოგოს საკუთარი მანქანით, ნაცრისფერი „ჰიუნდაი აქცენტით“ გავიდა სახლიდან და გაუჩინარდა. ასევე დედის ინფორმაციით შაბათს შუადღის 14:20 საათიდან თამარს გამორთული აქვს მობილური ტელეფონი. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც. ბაჩალიაშვილის მანქანა კამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირა.