რას ყვება ბუტა რობაქიძის მეგობარი სისხლიან სპეცოპერაციაზე
Tbilisi Daily
2004 წლის 23 ნომებრის ღამეს პოლიციელების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მეგობარი, ლევან დანგაძე 16 წლის შემდეგ სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს. ექსკლუზიური კომენტარი მან ტელეკონპაბია იმედს მისცა.
“ჩვენ ვიყავით მეგობრები, სტუდენტი ბიჭები და მომავალს ვგეგმავდით თუმცა სპეცოპერაციის ღამემ ყველაფერი უარყოფითისკენ შეცვალა. 2004 წლის 24 ნოემბერს გაგვაჩერა პოლიციამ, მძღოლი გადავიდა საბუთები გადაიტანა, რაღაც დროის შემდეგ ჩვენც გადავედით და ლაპარაკის დრო მივულოცეთ გიორგობა. რევოლუციის ერთი წლისთავი იყო ლაპარაკის დროს უცბად რა მოხდა არ ვიცი, ხელები მაღლაო დაგვაყენეს და გამოუძახეს დამხმარე ძალა.
გასროლა მოხდა. დამხმარე ძალა რომ მოვიდა, მათ სულ არ იცოდნენ რაზე უნდა დახმარებოდნენ. როგორც მერე გაირკვა ნასვამები იყვნენ.
ერთი გასროლა მოხდა, ბუტას გარდაცვალება პირველი მე შევამჩნიე. იმიტომ, რომ გვერდიგვერდ ვიწექით მე და ბუტა. გასროლა რომ მოხდა დენთი შემეყარა მე თვალებში და შემდეგ როცა გვირტყავდნენ ყველას ისევე ურტყავდნენ ბუტასაც. ყველა პროტესტს გამოვხატავდით ის ხმას არ იღებდა და სისხლის მოსდისთქო ვუთხარი და ნახეს რომ გარდაცვლილი იყო. ჩვენ მართლსაწინააღმდეგო აბსოლუტურად არაფერი არ გვქონია.
რომ ნახეს ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა ტყუილად, დაახლოებით ერთ საათში, ზუსტი დრო არ მახსოვს რადგან გარდაცვლილი მეგობარი გვეწვა , გვირტყავდნენ, ყვიროდნენ მაგრამ მათ მოიტანეს იარაღი და გადავყავდით, გადმოვყავდით და გეგმავდნენ რა როგორ და სად უნდა დაელაგებინათ.
რომ ამბობენ საქმე პოლიტიკურიაო როცა აღიარეს დონაძემ და სხვებმა რა მოხდა რეალურად მაშინ გაჩნდა ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალი და არა მანამდე შესაბამისად ეს განცხადებები აბსურდია. დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ეს საქმე გააყალბა, იარაღი ჩადო და ვინც ბრძანება გასცა რომ გაეყალბებინათ საქმე. ჩემი ინფორმაციით ამ საქმეში გარეული ბევრია მათ შორის ოქრუაშვილი მინიმუმ , რომ საქმე გაუმწვანა რომ საქმე გაეყალბებინათ ეგ არის და დანარჩენი გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, აცხადებს ლევან დანგაძე.
#ახალიამბები