ქვეყანას ვაქცინაციის გეგმა აქვს - ამირან გამყრელიძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყანას ვაქცინაციის გეგმა აქვს. ამირან გამყრელიძის თქმით, კოვაქსისაქართველოს პირველ ეტაპზე მილიონ 400 000 დონას მიაწვდის.
მისივე განმარტებით, წლის განმავლობაში მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ეს იქნება რთული, თუმცა მიღწევადია.
''კოვაქფლათფორმაზე საქართველოს შენატანი გაკეთებული აქვს, როდესაც კოვაქსიდაიწყებს უკვე ვაქცინების მიწოდებას ქვეყნებისთვის, შესაბამისად ყველა ქვეყანას თანდათანობით მიაწვდის წლის განმავლობაში 20% საჭირო ვაქცინებისა.ჩვენთვის ეს დათვლილია დაახლოებით 700 000 ადამიანი, მილიონ 400 000 დოზა.
კოვაქსისსამართლიანობის პრინციპია, სანამ ყველა ქვეყანას 20% არ შეუსრულდება, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება. ჩვენი ვაქცინაციისგეგმა მოსახლეობის 60% არის გათვლილი, ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას. 18 წლამდე არ არის კლინიკური კვლევები.ამიტომ ჩვენ რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმს.ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია, ვაქცინების დაახლოებით ფასი, სერვისის ღირებულება და სხვა დამხმარე საჭიროებები - ეს მერყეობს დაახლოებით 65 მილიონიდან 170 მილიონამდე.
მე ძალიან მინდა, რომ ეს 60% ავცრათ წელს. ძალიანმინდა და ეს ჩვენ ერთადუნდა გავაკეთოთ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ ყველამ ერთად მოვინდომოთ უნდა იყოს საზოგადოებაში სოლიდარობა'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვაქცინაციის გეგმაში რვა ძირითადი მიმართულებაა.