ქობულეთში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა - ინფიცირებული თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,ქობულეთში კორონავირუსიკიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა - ინფიცირებული თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. პაციენტი გუშინ რამით კოვიდმიმღებ ცენტრში გადაიყვანეს.
მასთან კონტაქტში მყოფი 18 პირი კარანტინშია, სამი კი თვითიზოლაციაში გადავიდა.
''თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება, მისი კონტაქტებია. ჩატარდა ტესტირება და გვაქს ერთი დადასტურებული შემთხვევა. ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკაში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული სივრციდან მოხდა მობინადრეების კარანტინში გადაყვანა. ახალ შემთხვევას''ჰავანასთან''კავშირი არ აქვს'' - განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 26 პაციენტი მკურნალობს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.