კიდევ ერთი აქცია იმართება შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რამდენიმე ათეული მოქალაქე მთავრობის ადმინისტრაციასთან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს. აქციაზე მივიდნენ პოლიტიკოსები, ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე. შეკრებილთა შორის ადამიანები, რომლებსაც შეზღუდვების გამო უმუშევრად დარჩენა მოუწიათ. მოქალაქეები ამბობენ, რომ აუცილებელია მიეცეთ ეკონომიკური საქმიანობის უფლება და ამუშავდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ადამიანებმა შეძლონ სამსახურებში წასვლა და გახსნილ ობიექტებზე ხალხი მივიდეს. როგორც პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დილანდელი განცხადებით ირკვევა, ჯერ არ იგეგმება საქართველოს ყველა რეგიონში შეზღუდვების შემსუბუქება. პრემიერის განმარტებით, "თუ ტესტების დადებითობა 4%-ზე მეტია, ჭორაობაა ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი". საქართველოს 8 დიდ ქალაქში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, დახურა მოლები და ღია ბაზრობები. გარდა ამისა, ტურისტებისთვის დაიკეტა ზამთრის კურორტები.  1 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კვლავ არ იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31069674.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები