უნათესაო და უჯიშო რომ ვიყო, 3-ჯერ პარლამენტის წევრი არ ვიქნებოდი — ბოლქვაძე TI-ის კვლევაზე
On.ge
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის განცხადებით, არასდროს არავის ტენდერში ჩარეულა და უნათესაო რომ ყოფილიყო, მესამეჯერ პარლამენტის წევრი ვერ გახდებოდა.
https://on.ge/story/58654-უნათესაო-და-უჯიშო-რომ-ვიყო-3-ჯერ-პარლამენტის-წევრი-არ-ვიქნებოდი-ბოლქვაძე-ti-ის-კვლევაზე
"უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ, შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ არასოდეს არავის ტენდერში არ ჩავრეულვარ. უნათესაო და უჯიშო რომ ვყოფილიყავი, მესამეჯერ მე პარლამენტის წევრი ნამდვილად არ ვიქნებოდი. არსებობს ჩემი დეკლარაცია, სადაც ნაჩვენებია ჩემი ქონებაც, შრომაც და რაც გამაჩნია. ყველამ მისი საქმე უნდა აკეთოს", — თქვა ანზორ ბოლქვაძემ.
#News
#Politics