შაქარაშვილის საქმე - ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქმეზე პროკურატურამ ბრალი 5 დაკავებულს დაუმძიმა, მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გარდა ამისა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ამავე ძალადობაში მონაწილეობისათვის, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 12 პირი. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 10 წლამდე. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით უტყუარად დგინდება, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა 'ტოიტა ქამრის' მარკის ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენაში მისი მგზავრები მონაწილეობდნენ.