შამბა საქართველოსთან დიალოგის შესახებ: თუ კონფლიქტი არსებობს, საჭიროა საუბარი
Sokhumi Daily
აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ "Sputnik"-თან ეთერში ისაუბრა საქართველოსთან მიმდინარე საფრთხეებზე და დიალოგის პერსპექტივებზე.
სოხუმში სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი „კრიზისის ახალი ეტაპი: გამოწვევები და შესაძლო პასუხები“. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთის გეოპოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოება. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭიროა დიალოგი.
"მე ვიცი ერთი რამ, რომ თუ კონფლიქტი არსებობს, საჭიროა მოლაპარაკება. მე ვერ ვხვდები მათ ლოგიკას, ვინც ამბობს, რომ არსებობს კონფლიქტი და არ არის საჭირო ლაპარაკი. მე ვრჩები ჩემს აზრზზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ და გამოვნახოთ მოლაპარაკების გზები. ერთი რამ აშკარაა და იმისათვის, რომ ჩემი აზრები არ დამახინჯდეს, მე გავიმეორებ და გავამახვილებ ყურადღებას ისევ, რომ არის საკითხები, სადაც კომპრომისი შეუძლებელია.
ეს არის საკითხი ე.წ ჩვენი სუვერენიტეტისა და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შესახებ. ბევრ სხვა საკითხზე მსჯელობა აუცილებელია ”- თქვა შამბამ.
შამბას თქმით, საჭიროა საქართველოსთან ხელშეუხებლობის შესახებ დოკუმენტი დაიდოს.
"ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ აქტუალურ საკითხებზე. ისინი, ვინც ამბობენ, რომ ლაპარაკი არ არის საჭირო, როგორც ჩანს ავიწყდებათ, რომ ხისტ პოლიტიკას მოლაპარაკება სჯობს, რადგან ჩვენ გვაქვს მწვავე შეხების ზონები, ეს არის ენგურჰესი, ჩრდილოვანი ვაჭრობა, რომელიც მნიშვნელოვნად აზარალებს ბიუჯეტს.”, - თქვა შამბამ
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#აფხაზეთი
#პოლიტიკა
#საქართველო
#sokhumidaily