სენაკში კორონავირუსით მედიკოსი დაინფიცირდა

Tbilisi Daily

სენაკში კორონავირუსით მედიკოსი დაინფიცირდა. იგი კლინიკა „არქიმედესა“ და საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ექიმია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი ფოთში 2 სექტემბერს იყო მორიგე. „2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა „პისიარ“ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია“, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუა.