კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებით, რომ ამით ხვალინდელ დღეს ვიცავთ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=141942 ჩვენი ერთობლივი ვალდებულებაა, ბოლომდე გავუძლოთ ამ განსაცდელს და კანონი სრულყოფილად დავიცვათ. კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებით, რომ ამით ხვალინდელ დღეს ვიცავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. "ამ გადაწყვეტილებით საშუალება გვეძლევა, მოვემზადოთ შეზღუდვების მოხსნისთვის. რეალურად, ამ ახალი ეტაპის დაძლევით ჩვენ შევქმნით წარმატებული და ეტაპობრივი გახსნის წინაპირობას. მინდა ყველას მადლობა გითხრათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის და იმ თვითშეგნებისთვის, რაც ამ მძიმე პერიოდში გამოიჩინეთ. ჩვენი ერთობლივი ვალდებულებაა, ბოლომდე გავუძლოთ ამ განსაცდელს და კანონი სრულყოფილად დავიცვათ. კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ არა ჯარიმების შიშით, არამედ იმის შეგნებით, რომ ამით ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ამ კრიზისის დასაწყისში გადამწყვეტი იყო ის, რომ არ დაგვიანებულიყო საჭირო ზომების მიღება. დღეს კი მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები. მჯერა, რომ გონივრული, თანამიმდევრული ნაბიჯებით და ჩვენი ერთიანობით ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და 26 მაისისთვის ვითარება იქნება გაცილებით უკეთესი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.