არა ძალადობას! - ჩინარა კოჯაევას ბლოგი
Marneuli Daily
ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც 14 წლის გოგოს ვაქორწინებთ - რადგან ბიჭი შეძლებულია, ვთვლით, რომ ფული ჩვენი გოგოების ბედნიერებაა. გოგო რომელიც 15 წლის არის, ვერ ხვდება, რას ნიშნავს ქორწინება, 15 წლის ასაკში დედა ხდება, როცა თვითონ ბავშვია. გოგონები ძალით დაოჯახდებიან და ათასი სირთულის გადალახვა უწევთ, შემდგომში კი ცხოვრების ხალისს კარგავენ. შემდგომ, როცა ხედავენ განათლებულ გოგოებს, ხვდებიან, გოგოებს როგორი განსხვავებული ცხოვრება აქვთ, ნანობენ, - ნეტავ მათაც ჰქონოდათ იგივე შესაძლებლობა, ხომ გახდებდნენ წარმატებულები? ნეტავ მშობლებსაც დაეჭირათ მხარი...
ხვდებით, ეს როგორი გრძნობაა? ან ვინმე ხვდება ამას? ახლაც არ არის გვიან, ახლაც შეგიძლიათ, განათლება მიიღოთ, ახლაც შეგიძლიათ, ხმა ამოიღოთ. რა თქმა უნდა, დღემდე ბევრი გოგოს ოცნება აუხდენელი დარჩა და ასეც გრძელდება. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც შვილებს ცხოვრებას ჩვენი ხელით, ჩვენი არასწორი მიდგომით ვანადგურებთ. გოგო ხარ - გარეთ ნუ გადიხარ, სკოლაში ნუ ივლი - მოგიტაცებენ, მეგობრებს ნუ ხვდები, ღია ტანსაცმელი არ უნდა ჩაიცვა, ტელეფონს ნუ იყენებ, რადგან ჯერ ბავშვი ხარ, შემდგომში უკვე გოგო ხარ...
მაგრამ, 14 წლის ასაკში დაოჯახებისას არ ახსენდებათ, რომ ბავშვია გოგო, რომელსაც იმის გამო არ ჰქონდა ტელეფონი, რომ ბავშვი იყო. ეხლა უკვე აქვს, რადგან დანიშნულია. დიახ, ჩვენ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ, ისეთ ეპოქაში, როცა უფლებებს გვართმევენ, როცა ხმას ამოვიღებთ გვკლავენ. გოგო, რომელიც ღამით განათლების მიღების ოცნებით იძინებს, დილით იგებს, რომ დანიშნულია. მისი ოცნებებიც აუხდენელი დარჩება. ათასობით ასეთი ამბავია ყველა - ერთმანეთის მსგავსი... გოგო დედის, მამის, ქმრის, ძმის, საზოგადოების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია. ჩვენს გოგონებს ანადგურებენ...
არა ძალადობას! არა იძულებას!
#მარნეული
#ძალადობა
#MarneuliDaily
წყარო : ფანჯარა
#პოლიტიკა