GWP-მ ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დამასრულებელი ეტაპი დაიწყო

Tbilisi Daily

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, საბოლოო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. GWP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე 400 მეტრი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა სრულად განახლდება. წყალმომარაგების ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში კომპანია 1,5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზირზე, რეაბილიტაციის საბოლოო ეტაპის სამუშაოებს აპრილის ბოლოს დაასრულებს. #GWP #წყალმომარაგება #ჭავჭავაძე #tbilisidaily