გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე კორონავირუსისგან განიკურნა

0
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვშია - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამკვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. ირკვევა, რომ საავადმყოფო დატოვა იური ნოზაძის ორმა შვილმაც, რომლებიც ასევე ინფიცირებულები იყვნენ კორონავირუსით. „დღეს სამივე ჯანმრთელი ვართ და, დადგენილი წესის შესაბამისად, ვიმყოფებით ორკვირიან თვითიზოლაციაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს. განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლებიც მთავრობასთან კოორდინაციით, ყველაფერს აკეთებენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ქვეყანაში ახალი ვირუსით გამოწვეული რისკები. აქვე მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს - დაემორჩილეთ ქვეყანაში დადგენილ რეგულაციებს, გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ამით გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, - აცხადებს იური ნოზაძე. მინისტრის მოადგილე, დადგენილი წესის თანახმად, ორკვირიან თვითიზოლაციის პერიოდს გაივლის.
#StopCoV
#იურინოზაძე
#კორონავირუსი
#პაციენტი
#მთავრობა
#tbilisidaily
y
0