6 votes
comments
1 shares
Save
ახალი შემთხვევებიდან, რამდენიმეს პირველწყარო ცნობილი არ არის
3207 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღეს დილამდე კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

მისივე ინფორმაციით, მათთან მოთავსებული 3 პაციენტის პირველწყარო ცნობილია, ის ინგლისის კლასტერთანაა დაკავშირებული. დანარჩენ, რამდენიმე შემთხვევაში კი პირველწყარო არ არის ცნობილი.

“დღეს დილას გვყავს 108 ინფიცირებული, გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან 3 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენს ცენტრის, დანარჩენი არის 6 სხვა დაწესებულებაში. ამ 108 პაციენტიდან საერთო ჯამში 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, 58 არის დანარჩენი 6 ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ახალი 11 პაციენტიდან კრიტიკული მდგომაროება არც ერთთან არ დასტურდება. ჩვენი ცენტრის შემთხვევების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული. დანარჩენ შემთხვევებთან, პირველწყარო რამდენიმე შემთხვევაში არ არის ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივ დანარჩენებში ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. მათგან 21 გამოჯანმრთელებულია.

#კორონავირუსი #ინფექციურისავადმყოფო #მარინაეზუგბაია #ინფიცირებული #ახალიშემთხვევები #დარჩისახლში #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 4 months ago
6
Write a comment
1