Feedc Edu -პირველი ქართული პლატფორმა ონლაინ სწავლებისთვის

0
✅ საქართველოს განათლების, მეციერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - „Feedc Edu”-ს სთავაზობს. ▶ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. ✔ არსებული ვითარების გათვალისწინებით, სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს. შესაბამისად, სამინისტრო აძლიერებს ელექტრონულ და სატელევიზიო ფორმატებს, როგორც სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვის ეფექტიან დისტანციურ საშუალებებს. ✔ დღეიდან, განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად პირველ ქართულ პლატფორმას, „Feedc Edu”- ს სთავაზობს. ✔ აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამორტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი. ✔ იმ შემთხვევაში თუ, მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი „Feedc Edu” -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ რეჟიმში გაუწევს დახმარებას. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის მეშვეობით გაეცნოს მოხმარების წესებს. ასევე, დაინტერესებულ პირებს Facebook-ში შეეძლებათ მოიძიონ დამატებითი მხარდაჭერის ჯგუფი „Feedc Edu”, რომელიც დაეხმარება მათ რეგისტრაციასა და პლატფორმასთან მუშაობაში. ამასთან, ტექნიკური დახმარების მიღების მსურველებს დამატებით შეეძლებათ გააგზავნონ შეკითხვები შემდეგ ელ.ფოსტაზე - edu@feedc.com, ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: +995 555 458 417. ✔ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამაგალითოდ მიიჩნევს იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც კომპანია „ფიდს“-მა საზოგადოების მიმართ გამოიჩინა. ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და სოლიდარული ურთიერთობა. ✅ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ➡ https://edu.feedc.com/terms
#StopCoV
#FeedcEdu
#georgia
0