COVID-19 დაინფიცირებული აფხაზეთიდან

0
ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთიდან ზუგდიდში გადაყვანილ ქალბატონს COVID-19 დაუდასტურდა და ამჟამად მას ზუგდიდის ჰოსპიტალში მკურნალობენ. როგორც ცნობილია, მან ყოველგვარი შემოწმების გარეშე გადაკვეთა ფსოუს საზღვარი. ამჟამად მისი სავარაუდო კონტაქტები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ყველა ის პირი, ვისთანაც პაციენტს კონტაქტი ჰქონდა გალის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად უცნობია სად მოხდება მათი იზოლირება. პაციენტი ზუგდიდში საბერიოს ტერიტორიიდან, ფახულანის გამშვები პუნქტის გავლით გადაიყვანეს. საგულისხმოა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა "მესაზღვრეებთან" ოკუპირებული აფხაზეთის, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ გასცა ბრძანება, რომ ჩაკეტილიყო ოჩამჩირე-გალის დამაკავშირებელი გზა. რეგიონში ვითარება დაიძაბა, ხალხი შეშინებულია და პანიკა სუფევს. ენგური ჩაკეტილია, ხოლო ოჩამჩირისა და გალის რაიონები სრულ იზოლაციაშია. მთელი ღამის განმავლობაში აფხაზეთში პატრულირებდა პოლიცია და მოსახლეობას მოუწოდება სახლში დარჩენისაკენ.
#ახალიპაციენტი
#სავარაუდოკონტაქტები
#SOKHUMIDAILY
0