ქუთაისში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკონტროლო პუნქტებია მოწყობილი. სიტუაციას სამხედროები და სამართალდამცავები მართავენ. ქუთაისში შემომსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებს ტემპერატურას უმოწმებბენ.
ქუთაისში სულ 18 საკონტროლო პუნქტია მოწყობილი, კარვები ქუთაისის რამდენიმე უბანში მდებარეობს , მათ შორის ნიკეაზე მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინია გამოცხადებული. მოქალაქეებს ღამის 9-დან დილის 6 საათამდე სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. დაუშვებელია საჯარო ადგილზე 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა მაღაზიებისა და აფთიაქებისა.