მეგობრობა

0
ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, მაგრამ ცოტას თუ ვუწოდებთ მეგობარს. მეგობრობას ყველა სხვადასხვაგვარად აღწერს, ჩემთვის კი მეგობრობა ფასდაუდებელია ეს არის ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებით, მხარდაჭერით და სხვა მრავალი დადებითი თვისებით ადამიანებს შორის. ნამდვილი მეგობრის პოვნა ძალიან რთულია.ხშირად გვგონია, რომ ვიპოვეთ, მაგრამ რაღაც მომენტში, მაშინ, როდესაც გვიჭირს პრობლემები გვაქვს და ა.შ ვაცნობიერებთ, რომ შევცდით , რადგან გასაჭირში ჩვენს გვერდით მხოლოდ ნამდვილი მეგობრები რჩება. მე ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც მიგებს, მირჩევს, მეხმარება, ივიწყებს თავის სიხარულს, როდესაც მიჭირს და უბრალოდ ყოველთვის ჩემს გვერდითაა. ჩემთვის მეგობრობის მაგალითი ბაბუა და თავისი მეგობრებია, რომლებსაც 50 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ, მათ ერთად ძალიან ბევრი ტკივილი და სიხარული გადაიტანეს. თავიდანვე ისინი ერთ-ერთი მეგობრის სახლში იკრიბებოდნენ და კარტს თამაშობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მხედველობა დაუქვეითდა და ვეღარ ხედავს, მაინც ყოველდღე იკრიბებიან თამაშობენ კარტს, ლაპარაკობენ , იხსენებენ ახალგაზრდობის წლებს და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ბედნიერებას თუ უბედურებას.
Feedc
#გააჟღერე
#მეგობრობა
#მეგობრები
0