უახლოესი 30 დღე მარტივი არ იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი 30 დღეა - ტრამპი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140264 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა, ხელისუფლებას მკაცრი ზომების დაცვით დაეხმარონ COVID-19-თან ბრძოლაში. 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა თქვა, რომ მკაცრი რეჟიმი აპრილის ბოლომდე იმოქმედებს და სავარაუდოდ, გამკაცრდება სოციალური დისტანცირების წესები. ტრამპის ინფორმაციით, ტესტირება უკვე ჩაუტარდა მილიონამდე ამერიკელს. „თითოეულმა ჩვენთაგანმა ამ ომში გამარჯვებისთვს თავისი როლი უნდა შეასრულოს. თითოეულ მოქალაქეს, ოჯახს და ბიზნესს შეუძლია ვირუსის შეჩერებაში წვლილის შეტანა. ეს ჩვენი საერთო პატრიოტული ვალია. უახლოესი 30 დღე მარტივი არ იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი 30 დღეა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.
0