კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების ნაწილი ინგლისის კლასტერთანაა დაკავშირებული
102 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140265

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 ინფექციურშია მოთავსებული. მისი თქმით, აღნიშნული სამი პაციენტის ისტორია ინგლისის კლასტერს უკავშირდება.

„გუშინ დილას გვყავდა 97 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას გვყავს 108. ანუ გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან სამი დადასტურებული შემთხვევაა ჩვენი ცენტრის, დანარჩენი არის ექვსი კოვიდის მიმღებ სხვა დაწესებულებებში. 108 პაციენტიდან საერთოდ 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, ანუ 58 არის დანარჩენი ექვსი ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ იყო დღევანდელი მონაცემებით. დინამიკაში რა განვითარდება, ამაზე ლაპარაკი ძლიან რთულია, მაგრამ ახალი 11 შემატებული პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა ჯერჯერობით არ დასტურდება არც ერთთან. ჩვენი ცენტრის შემთხვევებში ინფიცირების წყარო ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერთან დაკავშირებული“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება სხვა ახალ პაციენტებს, ეზუგბაია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმეს შემთხვევაში ინფიცირების პირველწყარო ცნობილი არ არის.

„დანარჩენ შემთხვევებთან, ვიცი, რომ რამდენიმე შემთხვევაში პირველ წყარო არ არის ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივ, დანარჩენებში ცნობილია კონტაქტებიდან გამომდინარე“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago
3
Write a comment
Similar Posts